უკან

პოლიტიკა

4 ივლისი, 2020 15:10
font-size

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობას - შალვა ნათელაშვილი

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, 15 ივლისიდან აიასოფიას ტაძარი მეჩეთად გამოცხადდება.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თურქეთის საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს.

„თურქეთის ხელისუფლება აპირებს, 15 ივლისიდან აიასოფიას ტაძარი, უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე დღევანდელ სტამბულში, გამოაცხადოს მეჩეთად. სამწუხაროდ, საქართველო ხვდება რთულ ზოლში, სადაც რუსული ექსპანსიონიზმის პარალელურად საფუძველს იღებს და ძლიერდება პანთურქიზმი. სწორედ ამას შეეწირა ჩვენი გარეჯიც, რომელიც წაიღო ალიევმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პროტესტი განაცხადა აიასოფიას მეჩეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით, ჩვენ მადლობას ვუხდით ბატონ სახელმწიფო მდივანს და მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლება, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობა, მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, აიასოფია შეტანილია მსოფლიო კულტურის იუნესკო-ს საგანძურში და დღეს ამ სტატუსის შეცვლა იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი შავბნელი ისტორიისაკენ, რაც ხელს არ შეუწყობს მეზობელი თურქეთის გაძლიერებას და მისი ავტორიტეტის ამაღლებას საერთაშორისო ასპარეზზე.

ნათელაშვილი იმედოვნებს, რომ თურქეთი იქნება საიმედო პარტნიორი, რომელიც იზრუნებს თავისი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებაზე.

მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი - რომან გოცირიძე

5 აგვისტო, 2020 , 17:51

“მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი და ასევე იქნება საპარლამენტო არჩევნების პირობებში, როგორც არ უნდა ეშინოდეს „ქართულ ოცნებას“ და წუწუნებდეს,” - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალურ

მიშას დაბრუნება არ შეიძლება, მაგრამ ვანიშვილი უნდა წავიდეს -გედევან ფოფხაძე

5 აგვისტო, 2020 , 16:55

“ყველა განცხადება, რომელიც კეთდება სააკაშვილის მხრიდან, არის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა და „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დატოვების მცდელობა,” - ამის შესახებ პარტიის „ჩვენი საქართველო-სო

„ქართული ოცნების“ დამარცხების მიზნით, ოპოზიციურ კოლეგებთან კოორდინაცია ძალაში რჩება - ბადრი ჯაფარიძე

5 აგვისტო, 2020 , 14:25

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, “ლელო საქართველოსთვის“ - სტრატეგია და პრინ

`სტრატეგია აღმაშენებლის` განცხადება არის მცდარი და ემსახურება მოსახლეობის დეზინფორმირებას კახა ლაბუჩიძე

4 აგვისტო, 2020 , 11:27

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე პოლიტიკური პლატფორმის "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის ანა კობახიძის განცხადებას ეხმაურება. როგორც კახა ლაბუჩიძე სოციალურ ქსელში წერს, ანა კობახიძის განცხადება მცდარია და მოსახლეობის

დაიწყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სამთავრობო კანდიდატის სასარგებლოდ! - ანა კობახიძე

4 აგვისტო, 2020 , 11:10

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრის, პარტიის საარჩევნო საკითხების მიმართულების ხელმძღვანელის ანა კობახიძის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა სამთავრობო კანდიდატების სასარგებლოდ ადმინისტრაც

სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას - ნინო ბურჯანაძე

3 აგვისტო, 2020 , 16:20

„ვფიქრობ, სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას და მას არ ესმის, რომ როდესაც ის ხალხთან კოალიციაზე ლაპარაკობს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მასთან კოალიცია არ უნდა,” - ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართველოს"

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე