უკან

კომენტარი

10 მარტი, 2017 17:00
font-size

მქონდა დანაზოგი და შევწირე - ფატი ხალვაში

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ფატი ხალვაში გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშს, რომლის მიხედვით ის იმ საჯარო მოხელეთა რიცხვში შედის, რომელთა შემოწირულობა პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში მათ წლიურ შემოსავალს აღემატება.

ხალვაშის თქმით, მას დანაზოგი ჰქონდა, რომელიც შემოწირულობის სახით „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა. მისი განმარტებით შვილებიც მუშაობენ, რაც ასევე დამატებითი შემოსავალია.

„მანდ საეჭვო და გასაკვირი არაფერია. ვარ პარტიის წევრი, მაქვს შემოსავალი და რამდენიც მინდა და როგორც მინდა, ვწირავ. მითუმეტეს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი და მონაწილეობას ვღებულობდი. მქონდა დანაზოგი და შევწირე. შვილები მუშობენ. განსაკუთრებული ხარჯები არ მაქვს. წინა წლებიდანაც მქონდა დანაზოგი. მე არ განვიცდი თანხისა და შემოსავლების ნაკლებობას. მქონდა გარკვეული დანაზოგი, მქონდა სურვილი და შევწირე“, - თქვა ხალვაშმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტის ცალკე ქვეთავი ეხება საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გაცემულ შემოწირულობებს.

გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2016 წელს ხალვაშის შემოსავალი 57 610 ლარს შეადგენდა. წლის განმავლობაში მან 7 920 აშშ დოლარი დახარჯა 40 000 აშშ დოლარიანი იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის, რომლის გამო მისმა წლიურმა წმინდა შემოსავალმა 39 632 ლარი შეადგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მონაცემებით, უმრავლესობის წევრმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისთვის 20 000 ლარი გამოჰყო, რაც მისი წმინდა შემოსავლის 50%-ზე მეტია.

ორგანიზაციამ აღნიშნული მონაცემები პარტიების მიერ შევსებული დეკლარაციების, ცესკოსა და მარეგულირებელი კომისიის მონაცემების მიხედვით წარმოადგინა.

ანა მებურიშვილი

კალაძის დავალებით და გომელაურთან შეთანხმებით თავს დამესხა რამდენიმე ტურა, ლაჩარი კაცი - ლევან ხაბეიშვილი

27 იანვარი, 2020 , 14:30

საკრებულოში ჩემი უფლებამოსილების განხორციელებისას, ჯგუფურად, დაგეგმილად, კალაძის დავალებით და გომელაურთან შეთანხმებით თავს დამესხა რამდენიმე ტურა, ლაჩარი კაცი, - აცხადებს თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხ

ჩვენი ქვეყანა ამ ვირუსებიდანაც და პოლიტიკური სირთულეებიდანაც ერთნაირად წარმატებულად გამოვა - ლელა კაკულია

25 იანვარი, 2020 , 15:00

„ახალი კორონავირუსი საქართველოსთვის საშიში არ არის და ვერც იქნება“, აცხადებს ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია. მისი თქმით, იმის შესახებ, რომ მსოფლიოში ახალი ვირუსები გავრცელდებოდა, მრავალი წლის წინ იწინ

ჩვენი ოჯახი ომს უცხადებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მას დავამარცხებთ – ნიკა გვარამია(ვიდეო)

24 იანვარი, 2020 , 16:45

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, მიმართვას ავრცელებს: „ჩვენ, მთელი ოჯახი უკვე მერვე წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი. აქამდე ეს ძირითადად ვლინდ

თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა- სერგო რატიანი

24 იანვარი, 2020 , 13:05

-კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებით, თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა. „თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა, როდესაც გაასა

ზოგიერთი კონგრესმენის შეფასება ობიექტურობას არის მოკლებული - ანრი ოხანაშვილი

23 იანვარი, 2020 , 14:50

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ზოგიერთი კონგრესმენის შეფასება ობიექტურობას არის მოკლებული. "ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა

აპაჭუნოს ახლა თვალები გიორგი გახარიამ - ლევან კობერიძე

23 იანვარი, 2020 , 14:15

აპაჭუნოს ახლა თვალები გიორგი გახარიამ და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული, კონგრესმენების წერილის მიღების შემდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`