უახლესი ამბები
- 06.12.2019 17:30ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
- 06.12.2019 17:30მაია ცქიტიშვილი `ანაკლიის განვითარების კონსორციუმს` მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ
- 06.12.2019 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9466 ლარი გახდა
- 06.12.2019 17:20ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
- 06.12.2019 17:05პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
- 06.12.2019 17:05თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
- 06.12.2019 16:40რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური არჩევანია - გია ვოლსკი
- 06.12.2019 16:40ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 7 და 8 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
- 06.12.2019 16:25განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია - მიხეილ ჩხენკელი
- 06.12.2019 16:1014 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს
არქივი
საზოგადოება


მრავალეროვნული სწავლების დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა
თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს.
„ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.
„Agile Spirit 2019“-ის კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.
მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.
სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.
„Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს.
მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა
6 დეკემბერი, 2019 , 18:38
ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
6 დეკემბერი, 2019 , 17:30
პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
6 დეკემბერი, 2019 , 17:05
თბილისის მერია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
6 დეკემბერი, 2019 , 17:05

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 7 და 8 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
6 დეკემბერი, 2019 , 16:40
განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია - მიხეილ ჩხენკელი
6 დეკემბერი, 2019 , 16:25