უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მარტი, 2018 12:50
font-size

მრავალწლოვანი ხეების გადატანასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს საია შეისწავლის

საია 2015 წლის დეკემბრიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მრავალწლოვანი ხეების გადატანაზე სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შეისწავლის. მათი განცხადებით, საკითხის შესწავლის გადაწყვეტილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესითაა გამოწვეული.

საია დაინტერესებულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოები იცავდნენ თუ არა კანონის მოთხოვნებს. ორგანიზაციამ ამ მიზნით უკვე მიმართა: საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, აჭარის ა.რ. მთავრობას და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე - ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს.

„ჩვენი მიზანია ვნახოთ, ჩვეულებრივი მოქალაქე ან კომპანია, არის თუ არა იგივე თანაბარ პირობებში, როგორც შეიძლება იყოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული კომპანია. თუკი ადმინისტრაციული ორგანოები არ მოგვაწვდიან ინფორმაციას, თითოეულ მათგანთან მიმართებაში მოვამზადებთ სასარჩელო განცხადებებს,“- განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადმინისტრაციულ ორგანოებს, მოუწოდებს გადაწყვეტილების მიღების დროს კანონის ფარგლებში იმოქმედონ.

ცირა გურგენიძე

საკვანძო სიტყვები:

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოქალაქეებს საჩუქარად გადასცა

21 თებერვალი, 2019 , 17:27

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების თარიღთან დაკავშირებით, მოქალაქეებს საჩუქარად მოქმედი კონსტიტუცია გადასცეს. ორგანიზაციამ კამპანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების

“კოალიცია თანასწორობისთვის“ დამოუკიდებელ ინსპექტორს სერგო მეთოფიშვილის მხრიდან დისკრიმინაციული და სტიგმის გამაძლიერებელი მოსაზრების გამოხატვის საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს

21 თებერვალი, 2019 , 17:05

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის მიერ გაჟღერებულ სტერეოტიპულ, სტიგმის გამაძლიერებელ და ღირსების შემლახველ მოსაზრებას და დამოუკიდებელ ინსპექ

არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ სიმართლის მტკიცებას – ბადრი ჯაფარიძე

21 თებერვალი, 2019 , 15:08

“თიბისის” თანადამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა ის არ აპირებს სასამართლოდან სარჩელის გამოტანას. „მინდა განვაცხადო, რომ თავიდანვე არასამართლიანად და დ

მარტოხელა მშობლები თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვის რეგისტრაციას გამარტივებული პროცედურით შეძლებენ

21 თებერვალი, 2019 , 14:51

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა დააყენა ინიციატივა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში შესატანი ცვლილები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება

21 თებერვალი, 2019 , 14:49

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიაში ვიზიტის ფა

ლადო აფხაზავა წარმატებული და შემოქმედებითი პედაგოგის ნათელი მაგალითია - მიხეილ ბატიაშვილი

21 თებერვალი, 2019 , 14:26

გერმანიაში მყოფმა სქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ლადო აფხაზავას „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის მოხვედრა მიულოცა,  წარმატებები უსურ