უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 იანვარი, 2018 11:55
font-size

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად დღეს 18 საათზე თბილისის პარლამენტთან აქცია „ყველა ერთისთვის“ გაიმართება

დღეს, 18 საათზე თბილისის პარლამენტთან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) მხარდასაჭერი აქცია „ყველა ერთისთვის!“ გაიმართება.

როგორც ორგანიზატორებმა აქციის ფეისბუკგვერდზე დაწერეს, ამ აქციით ისინი აპროტესტებენ გიორგანაშვილის მიმართ გამოთანილ გამამტყუნებელ განაჩენს. მათი შეფასებით, „თბილისის საქალაქო სასამართლომ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მოახდინა“.

„2018 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მოახდინა, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და იგი სასამართლოს სხდომის დარბაზშივე დააკავეს.

საქალაქო სასამართლოსთან, ასევე დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა და თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი, რომლებმაც უსამართლო გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. თუმცა სასამართლოსთვის ადამიანის 8 წლით ციხეში გასაგზავნად საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ იმ 2 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას გიორგი გიორგანაშვილის დაკავებაში.

საქმის მსვლელობაზე ზემოქმედება არ მოუხდენია არც იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე, პროკურატურამ "ბახალას" საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას. სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით!“, - წერია აქციის ფეისბუკგვერდზე.

აქციის ორგანიზატორები ასევე აყენებენ 5 მთავარ მოთხოვნას, ესენია:

1. გიორგი გორგანაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან;

2. „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტის ბექა წიქარიშვილის გათავისუფლება;
3. საქმეში მონაწილე პოლიციელების კანონის სრული სიმკაცრით დასჯა;
4. უმოკლეს ვადებში რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის შეცვლა;
5. პრეზიდენტმა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და შეიწყალოს გიორგი გიორგანაშვილი.

„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის გარდა აქციაშე ასევე მიირებენ მონაწილეობას ტალღა, Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, 2 ივნისის მოძრაობა, გირჩი, ქალთა მოძრაობა, თანასწორობის მოძრაობა, საფარი, სამართლიანი არჩევნები (ISFED), ქალთა მზერა, ფლანგვის დეტექტორი, პარტიზანული მებაღეობა თბილისში, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI, მედიის განვითარების ფონდი, აუდიტორია #115, ალტერნატივა ჯორჯია, Bemoni, სამედიცინო ცენტრი ურანტი, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა, ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების სათემო ორგანიზაცია - აკესო, GHRN - ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მო

ირლანდიაში ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

2018 წლის 16 ნოემბერს, დუბლინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროპარლამენტის საინფორმაციო ოფისის შენობაში - ევროპის სახლში (Europe House) გაიმართა ყოველწლიური სემინარი „საქართ

დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ - დავით სერგეენკო

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცი

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუ

ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენის სფეროში - ლევან დავითაშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „თანამშრომლობა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით" მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას,

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საფინანსო კომპანია ,,საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უკვე მესამე კვირაა, ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან შეხვედრა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`