უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ივნისი, 2018 14:30
font-size

მსჯავრდებულები ძალიან შეურაცხყოფილები არიან იმის გამო, რომ იყო ცრუ ბრალდება - თეა სირაძე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშზე

ყოფილმა მსჯავრდებულმა თეა სირაძემ რუსთავში, ქალთა მე-5 კოლონიასთან, საპყრობილეში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. მან სიცრუე უწოდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ შემოწმების მიზნით პატიმარ ქალებს აშიშვლებენ, ბუქნების გაკეთებას სთხოვენ და დამამცირებელ პროცედურებს უტარებენ.

სირაძის თქმით, მან პირადად გადაამოწმა ქალთა მე-5 დაწესებულებაში არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშით თავად მსჯავრებულები არიან შეურაცხყოფილები და 120 მსჯავრდებული „ადამიანის უფლებათა ცენტრისგან“ და სახალხო დამცველისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდის მოთხოვნით შიმშილობს.

სირაძის თქმით, მას აინტერესებს, რომ თუკი არსებობდა ასეთი პრობლემა, რატომ ვერ მოახდინა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ამაზე რეაგირება 4 თვის განმავლობაში, როცა ის რესოციალიზაციის პროგრამით საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

„დაწესებულებიდან შემოვიდა ზარი ჩემს ტელეფონზე და მათი ოჯახის წევრებისგან, რომ ძალიან შეურაცხყოფილები არიან იმის გამო, რომ იყო ცრუ ბრალდება, თითქოს არის საგანგაშო სიტუაცია, თითქოსდა ქალბატონებს ხდიან და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ. მე ვიყავი დაწესებულებაში და მსჯავრდებულების განცხადება და ხელწერილები უნდა ჩავაბარო სახალხო დამცველთან და ადამიანის უფლებათა ცენტრში. ადამიანის უფლებათა ცენტრი იყო 4 თვის წინ რესოციალიზაციის პროგრამით შემოსული, რომ მსჯავრდებულებს თიხაზე ემუშავათ. მაინტერესებს, თუ ასეთი სიტუაცია იყო დაწესებულებაში, მაშინ რა დროს რესოციალიზაცია იყო. 4 თვეა ამ დაწესებულებაში იყო ეს პროგრამა, თუ ეს პრობლემა იყო, რატომ არ მოახდინეს მაშინ რეაგირება?!

მე ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე ვარ, მაგრამ ამასთანავე ვარ ყოფილი მსჯავრდებული თეა სირაძე. მართლა გაოგნებული ვიყავი, მართლა ვიფიქრე, რომ შეიძლება რაღაც შეიცვალა. მოვედი, რომ გადამემოწმებინა ეს ინფორმაცია და ეს არის ცრუ განგაში. მსჯავრდებულები ითხოვენ საქვეყნოდ ბოდიშის მოხდას. ისინი შიმშილობენ, ამ ცენტრმა მსჯავრდებულებს, მშობლებს, შვილებს საქვეყნოდ მოუხადონ ბოდიში, მანამდე არ შეწყდება შიმშილი“, - განაცხადა სირაძემ.

მან მოუწოდა სახალხო დამცველის აპარატსა და „ადამიანის უფლებათა ცენტრს“, გააკეთონ ის საქმე, რაც მათ აკისრიათ.

„შეეშვან დაწესებულებაში ძრომიალობას და გააკეთონ ის, რაც სინამდვილეშია გასაკეთებელი, შეწყალების კომისიას მიმართონ და გაარკვიონ სიტუაცია, რატომ არ ხდება შეწყალება. რატომ არ ხდება ხელმეორედ გამოძიება საქმის, დაეხმარონ მსჯავრდებულებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეღირსოთ თავისუფლება. ჩემზე კარგად არავინ არ იცის, რა ხდება ამ დაწესებულებაში და შეეშვან ქალბატონ ნესტან ბერულაშვილსა და ბატონ კახა კახიშვილს. ეს ორი ადამიანი არის ღვთის წყალობა. ეს არ არის ციხე, ეს სამოთხეა, იმდროინდელ ციხესთან შედარებით, სად იყვნენ ადრე როდესაც აწამებდნენ, საშინელებას რომ მართავდნენ ხალხს. ხომ შემოდიოდნენ, რატომ არ აკეთებდნენ განცხადებას, რატომ არ კიოდნენ? ახლა, როცა სიმშვიდეა, ხალხმა ამოისუნთქა და აღარაფრის არ ეშინია, ახლა უნდათ, რომ ეს დაწესებულება გაანადგურონ? ბოლომდე ვიბრძოლებ და დავამტკიცებ, რომ დაწესებულებაში მსგავსი რამ არ ხდება.საქვეყნოდ მოიხადონ ბოდიში, დაამშვიდონ ოჯახის წევრები, დაამშვიდონ პატიმრები“, -განაცხადა სირაძემ.

ცნობისთვის, 28 ივნისს „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სახალხო დამცველის აპარტის ანგარიში „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ 2 დღის წინ გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოწმების მიზნით პატიმართა გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ გამოიყენება. ამას გამოეხმაურა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. უწყებამ განაცხადა, რომ არ იზიარებს ანგარიშში მითითებულ დასკვნებს, ხოლო პატიმართა შემოწმების მოქმედი პროცედურა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.

თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს

14 ნოემბერი, 2025 , 16:00

დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს. კონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოეწყო. დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის&l

საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს

14 ნოემბერი, 2025 , 15:54

პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულებმა – მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა, რომლებმაც აქციების დროს ძალადობრივი დანაშაული აღიარეს და საპროცესო გარიგებას მოაწერეს ხელი, საპატიმრო დაწესებულე

15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

14 ნოემბერი, 2025 , 15:41

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმაც, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა

14 ნოემბერი, 2025 , 15:27

ყველა საეტაპო ძეგლზე როგორიცაა ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები სცვივა - ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერია. ფაქტია, რ

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

14 ნოემბერი, 2025 , 15:03

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები 15 ნოემბერს, საშინაო არენაზე ესპანეთს უმასპინძლებს. 4 მატჩში მოპოვებ

საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს

14 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფ