უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 იანვარი, 2020 17:50
font-size

მსჯავრდებულმა ჯანაშიამ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა -პროკურორი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის, მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია დაიკითხა, რომელმაც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ამის შესახებ პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ თქვა.

"დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა მსჯავდებული გიორგი ჯანაშია, რომელმაც ისაუბრა საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ბრალდებული მიხეილ კალანდიას მიმართ წარდგენილ ბრალდების შინაარსთან და, შესაბამისად, ადასტურებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარკვეულ კომპონენტებს. მოწმემ ისაუბრა კონფლიქტის დროს მყოფი პირების როლზე. მათ შორის მოწმემ ისაუბრა ბრალდებულ მ.კ-ს როლთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ფარდულთან ახლოს, დავით სარალიძესთან იხილა ბრალდებული, რომელსაც ხელში დანისმაგვარი საგანი ეჭირა და ხელი სისხლიანი ჰქონდა", - განაცხადა საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
გიორგი ჯანაშია დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობის მუხლით არის გასამართლებული.

ევროსასამართლოში ლისის ტბის წართმევის საქმე, კონვენციის ოთხ ფუნდამენტურ მუხლზე დარღვევის მითითებით გასაჩივრდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

20 იანვარი, 2020 , 15:15

საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ლისის ტბის წართმევის საქმე გასაჩივრდა. აღნიშნულის შესახებ ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე გა

აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

20 იანვარი, 2020 , 13:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი

დაბა სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

18 იანვარი, 2020 , 16:20

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მამაკაცმა საკუთარი მეუღლე მოკლა. არსებული ინფორმაციით, ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი ბეტა ნაჭყებიაა. გოგონა მეუღლემ, 32 წლის ლევან ლომიძემ ლოგინში მოკლა. ადგილობრივები აცხადებენ,

პროკურატურასთან ზვიად კუპრავა დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 13:20

პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა დღეს აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლ

თბილისში ყაჩაღობის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 13:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბ

ნინოწმინდის მერიის განყოფილების უფროსი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

18 იანვარი, 2020 , 12:30

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`