უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2017 16:55
font-size

მსგავსი მიდგომა საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს ამყარებს - სახალხო დამცველი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალდაქორწინებულთა პროგრამას ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალდაქორწინებულთა პროგრამით დადგენილ მოთხოვნას დისკრიმინაციულს უწოდებს, რადგან ახალდაქორწინებულთა ფულადი წახალისების სანაცვლოდ წყვილმა უნდა წარადგინოს მამაკაცის ბორჯომში რეგისტრაციის საბუთი.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე წერია, ახალდაქორწინებულთა წახალისების მიზნით ერთჯერადად 150-ლარიანი დახმარება გაიცემა. პროგრამაში ჩართვისთვის წყვილმა მამაკაცის ბორჯომში რეგისტრაციის გარდა, უნდა წარადგინოს პირადობისა და ქორწინების მოწმობების ასლები და საბანკო ანგარიშის ნომერი.

ომბუდსმენის თქმით, მუნიციპალიტეტის მიდგომა კიდევ უფრო ამყარებს საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებსა და ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურობას ოჯახში.

განცხადებაშია წერია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დაარღვია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა “ პუნქტი. აღნიშნული ავალდებულებს ნებისმიერ დაწესებულებას, თავისი საქმიანობა ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას შეუსაბამოს.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ბორჯომის მუნიციპალიტეტს, გააუქმოს N2 ახალდაქორწინებულთა პროგრამით განსაზღვრული დისკრიმინაციული მოთხოვნა მეუღლე მამაკაცის რეგისტრაციის ადგილის შესახებ და მომავალი საქმიანობით ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას რეგიონში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

დღეს ვართ ჩვენ იმ ეტაპზე, როდესაც დრო და ეფექტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ხარისხი უკვე მეორე ადგილზეა - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

ის სახელმწიფო სერვისები, ის სახელმწიფოს ფუნქციები, რომელსაც ატარებენ პედაგოგები, მედიკოსები და პოლიციელები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლის რეგიონის

ჩვენი ახალგაზრდა თაობა უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო ფასეულობებისკენ - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 12:35

ჩვენი ახალგაზრდა თაობა რა თქმა უნდა, უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ხშირად კონსერვატიულ ფასეულობებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო, სასურველი და საჭირო ფასეულ

“გამოძიება დამთავრდება და მოგახსენებთ ყველაფერს” - ვახტანგ გომელაური გურამიშვილის გამზირზე ვითარებას გაეცნო

19 ოქტომბერი, 2019 , 11:40

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, სადაც კორპუსის აფეთქება მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. &bdq

მისამართზე, სადაც აფეთქება მოხდა, კუსტარულად წყალგამაცხელებლის დამონტაჟების ფაქტი იყო დაფიქსირებული - „თბილისი ენერჯი“

19 ოქტომბერი, 2019 , 11:30

„თბილისი ენერჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნათია მიქიაშვილის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე, მისამართზე, სადაც გამთენიისას ძლიერი აფეთქება მოხდა, კომპანიის თანამშრომლების მიერ დაფიქ

გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია

19 ოქტომბერი, 2019 , 11:20

დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი დავლიანიძის განცხადებით, თბილისში გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების დროს დაშავებულ 39 წლის მამაკაცს სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი. „აღნიშნული პაციენტი შემოიყვანეს დილის ც

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

19 ოქტომბერი, 2019 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლი არ არის. დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიე