უკან
უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
15 თებერვალი, 2019 17:00
მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა
თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.