უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ნოემბერი, 2018 14:00
font-size

მშენებლობა მხოლოდ აგურის აგურზე დადება არაა - სეისმოლოგიურ ცენტრში აფრთხილებენ, რომ ახლად აშენებულმა კორპუსებმა შესაძლოა ძლიერ ბიძგებს ვერ გაუძლონ

გახშირებული მიწისძვრების გამო, სეისმოლოგიურ ცენტრში აფრთხილებენ, რომ ახლად აშენებულმა კორპუსებმა შესაძლოა ძლიერ ბიძგებს ვერ გაუძლონ. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 5 მიწისძვრა დაფიქსირდა.

სეისმოლოგიურმა ცენტრმა ხელისუფლებას მოუწოდა, დააწესოს სპეციალური რეგულაციები, რომლითაც კორპუსების სეისმოლოგიურობა მკაცრად გაკონტროლდება.

„თბილისიც სეისმურად აქტიურია. ამიტომ ჩვენი მოვალეობა არის, რომ გავაფრთხილოთ მოსახლეობა, გადაწყვეტილების მიმღებებიც და ა.შ, რომ ნუ ვეთამაშებით სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ბიზნესს. ასეთ ტერიტორიაზე როგორიც საქართველოა, სადაც ვცხოვრობთ, კავკასიაში, სამშენებლო ინდუსტრია უნდა იყოს განვითარებული, რეგულაციები უნდა იყოს ძალიან მკაცრი იმისთვის, რომ დავიცვათ მოსახლეობა. სერიოზული დარღვევებია კვლევით კომპონენტში. იმიტომ, რომ მშენებლობა მხოლოდ აგურის აგურზე დადება არ არის და არქიტექტურა არ არის. ლამაზი სახლები ძალიან მოგვწონს, მაგრამ მთავარია, ეს სახლები ფეხზე იდგეს, როდესაც მიწისძვრა მოხდება. ამიტომ საინჟინრო კუთხით არის ყურადღება მისაქცევი“,-განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი