უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 აგვისტო, 2018 12:50
font-size

მშენებლობების დიდი ნაწილი რეგულაციების გარეშე მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს მტვრის მთელს ქალაქში გაფრქვევას - ,,ეკოხედვის“ კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ წარმომადგენლების განცხადებით, ჰაერის დაბინძურებაში მნიშვნელოვან როლს ავტოტრანსპორტის გარდა სხვა ფაქტორებიც თამაშობს.

„ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგებიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიეწოდა. კვლევის მიხედვით, გარდა იმისა, რომ ატმოსფერულ ჰაერს გაუმართავი ავტოტრანსპორტი აბინძურებს, მნიშვნელოვანი ფაქტორია მტვერი და ბუნებრივი ვენტილაცია.

ექსპერტ ნუგზარ ბუაჩიძის განცხადებით, ყველა სამშენებლო ობიექტზე, რომელიც „ეკოხედვის“ კვლევის ფარგლებში შემოწმდა, მტვრის რაოდენობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე აჭარბებს. მისივე თქმით, მშენებლობების დიდი ნაწილი რეგულაციების გარეშე მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს მტვრის მთელს ქალაქში გაფრქვევას.

როგორც ნუგზარ ბუაჩიძე განმარტავს, მშენებლობა ქალაქს არა მხოლოდ მტვრით აბინძურებს, არამედ ხელს უშლის ქალაქში ატმოსფერული ჰაერის განიავებას.

„ქალაქ თბილისში ძალიან ბევრი მოუპირკეთებელი ზედაპირი შეინიშნება. იგულისხმება ღია გრუნტი, ქვიშა და ა.შ. როგორც კი ქარი ამოვარდება, ეს მტვერი ჰაერს ერევა და ესეც არის მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი,“ - აცხადებს ნუგზარ ბუაჩიძე.

საკვანძო სიტყვები:

აღსრულების ეფექტური მექანიზმი სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა - კახა ბექაური

10 ივლისი, 2020 , 12:50

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა. კომისიის თავმჯდომარემ ცვლილ

საერთაშორისო რანგის ქართველი ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება - ღვინის ეროვნული სააგენტო

10 ივლისი, 2020 , 12:15

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზა

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ 359 500 ლარის ავტომანქანებში გაფლანგვას აპირებს - „თავისუფალი საქართველო“

10 ივლისი, 2020 , 12:15

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხმაურება. პარტიის ცნობით, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამ

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას კავშირგაბმულობის აღჭურვილობა გადაეცა

10 ივლისი, 2020 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, კავშირგაბმულობის თანამედროვე აღჭურვილობა და საკომუნიკაციო საშუალებებ

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა, ისინი სპეცრეისით საქართველოში ჩამოიყვანეს

10 ივლისი, 2020 , 10:50

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით

საქართველო: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი

10 ივლისი, 2020 , 10:50

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 973 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე