საზოგადოება
მშენებლობების ნებართვებთან დაკავშირებული პრობლემები არ არის გუშინ და დღეს დაწყებული - კახა კალაძე
ის, რომ ქალაქი ვითარდება, არის მშენებლობა და აღმშენებლობა, მისასალმებელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და სწორად, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას.
"ის, რომ მშენებლობის ნებართვები გაცემულია, ამაში საგანგაშო არაფერია. მთავარია ის, რომ არის კონკრეტული ადგილები, სადაც მშენებლობის განხორციელება პრობლემაა. ეს არ არის გუშინ და დღეს დაწყებული პრობლემები, წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მოგვარება და მუშაობა დაწყებული გვაქვს. კონკრეტულ ნაბიჯებს და ღონისძიებებს უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ. ის, რომ ქალაქი ვითარდება, არის მშენებლობა და აღმშენებლობა, მისასალმებელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და სწორად.
თუ ნებართვა პრობლემას უქმნის კონკრეტულ ლოკაციას და არასწორია მშენებლობის განხორციელება ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ზომები იქნება მიღებული",- განაცხადა კალაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი