უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი


მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება დაცულია და კანონიერ ჩარჩოებს თუ გასცდება, იქნება რეაგირება - არჩილ თალაკვაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება დაცულია და კანონიერ ჩარჩოებს თუ გასცდება, იქნება რეაგირება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტთან გუშინ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
„საპარლამენტო ოპოზიციის ყველა ლიდერთან გუშინ კომუნიკაცია მქონდა. მათ ვთხოვე და მოვუწოდე, რომ პროცესები კანონის ფარგლებში დაებრუნებინათ. ყველას აქვს უფლება, რომ კანონის ფარგლებში შეკრება და მანიფესტაცია გამართოს.
ის, რაც ოპოზიციის ზოგიერთმა უპასუხისმგებლო ლიდერმა დააანონსა, თითქოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება მოხდებოდა, მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს სცდება. ეს არის უკანონო და ამაზე სახელმწიფოს თავისი რეაგირება ყოველთვის ექნება. პრემიერმა, გიორგი გახარიამ თქვა, რაც წერია კანონში – მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება დაცულია და თუ ის კანონით დადგენილ ჩარჩოებს გასცდება, უკანონო ხასიათს მიიღებს, რისი მცდელობაც ოპოზიციის ზოგიერთ უპასუხისმგებლო ლიდერს ჰქონდა, ამაზე კანონით გათვალისწინებული რეაგირება იქნება“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით - ელიზაბეთ რუდი
5 დეკემბერი, 2019 , 15:40

„ქართულ ოცნებაში“ არიან დარჩენილი გონიერი ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ამოყვეს თავი - დავით ჭიჭინაძე
4 დეკემბერი, 2019 , 17:35

კახი კალაძე ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე: გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ
4 დეკემბერი, 2019 , 15:15
ავტორიტარული მთავრობები უცხოელებს ადანაშაულებენ საკუთარი მმართველობის პრობლემებში - დენიელ ტვაინინგი
4 დეკემბერი, 2019 , 14:31
`ეს არ არის თქვენი საქმე` - პრეზიდენტის პასუხი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე
4 დეკემბერი, 2019 , 14:15

პოლიტიკა კომპრომისზე წასვლაა და არა სპეცრაზმის უკან ამოდგომა — თამარ ჩუგოშვილი
2 დეკემბერი, 2019 , 17:49