უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
- 18.04.2024 13:06კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
- 18.04.2024 12:41გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს უკვე მიმართა
- 18.04.2024 11:40ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
არქივი
ეკონომიკა
მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება
საერთაშორისო კომპანიებსა და მსხვილ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ თანხვედრაშია მთავრობის სტრატეგიასთან, საქართველო გახდეს ცენტრი ფართო რეგიონისთვის.
„საერთაშორისო კომპანიებზე, მსხვილ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, მათ შორის მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლებზე, თუ ისინი საქართველოში გახსნიან ოფისებს და საქართველოდან მოემსახურებიან რეგიონს, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ იმისთვის, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონული ცენტრი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.