უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ივნისი, 2019 15:56
font-size

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს

მსოფლიო ბანკი განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, თანხის გამოყოფაზე ხელშეკრულებას 18 ივნისს მოეწერება ხელი.

„მინდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც არის ჩვენი ეროვნული პროექტის, განათლების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მსოფლიო ბანკი განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს. შეთანხმებას ხელი მოეწერება ხვალ, 18 ივნისს. ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი მსოფლიო ბანკის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერს განათლების რეფორმას. თანხა გამოიყოფა ინოვაციების, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში, ის ამავე დროს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილს, რომელსაც ჰქვია ადამიანური კაპიტალის გაზრდა საქართველოში. მოგეხსენებათ, მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად აწარმოებს ყველა ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის ინდექსის გაზომვას. ეს პროექტი პირდაპირ დაგვეხმარება ქვეყნის ყველა მოქალაქის კეთილდღეობის ზრდაში. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან სკოლის მასწავლებლები, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, სკოლამდელი განათლების დაწესებულებები. ამავე დროს პროექტში მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული მოსწავლეებზე, რომლებიც სწავლობენ მაღალმთიან რეგიონებში, მათ შორის, ცალკე პროგრამა არის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში მოსწავლეების მხარდასაჭერად. ამავე დროს მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მსოფლიო ბანკს დიდი მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი