უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 სექტემბერი, 2017 16:10
font-size

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და პროგრამები საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმასთან სრულ თანხვედრაშია - დიმიტრი ქუმსიშვილი

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და პროგრამები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმასთან. საქართველოს მთავრობის სურვილია გაამტკიცოს მსოფლიო ბანკთან არსებული თანამშრომლობა და კვლავ გააძლიეროს მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერა, რომლებიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე. მისი განცხადებით, საქართველოში მსოფლიო ბანკის ყველაზე ცნობადი პროექტია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომლის მშენებლობაც დღესაც სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე დაასახელა ისეთი პროექტები, როგორიცაა „საქართველოს მასშტაბით შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივ გზების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; რეგიონული განვითარების მხრივ რეაბილიტირებული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ისტორიული უბანი, მასთან მისასვლელი გზები და მიმდებარე ტერიტორია; განხორციელდა კერძო სექტორის ხელშეწყობა ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სექტორში, როგორც კახეთის ისე იმერეთის მასშტაბით. ანალოგიური პროექტი ასევე მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში.“

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ასევე ხორციელდება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ახალციხიდან ბათუმამდე, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ბანკის მიერ დაფინანსებულ ინოვაციურ პროექტზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში ინოვაციური ჰაბებისა და ცენტრების ქსელის განვითარებას, საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების/საოჯახო მეურნეობების მიერ ფართო მასშტაბიანი ინტერნეტ მომსახურებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადაპტაციისა და გამოყენების მხარდაჭერას.

,,ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა` ყაზახეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

26 ივნისი, 2019 , 14:38

,,ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ არისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ,,ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ყაზ

“მე ჩემი არჩევანი გავაკეთე“ - ინგუშეთის პირველი პირი თანამდებობას ტოვებს

25 ივნისი, 2019 , 11:42

ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი იუნუს-ბეკ ევკუროვი თანამდებობას ტოვებს. მას გადადგომის კონკრეტული მიზეზი სპეციალურ ტელემიმართვაში არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, ინგუშეთის მოსახლეობაში დაქსაქსულობა და ამ დაქსაქსულობაშ

რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრუნდება

25 ივნისი, 2019 , 11:15

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების საშუალებას აძლევს. რუსეთის დელეგაცია უკვე ჩავიდა სტრასბურგში, რათა საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში მიიღოს მონაწილეობა. რეზოლ

რუსეთი ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

22 ივნისი, 2019 , 18:40

რუსეთი ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან რუსეთში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. რუსული სააგენტოები ინფორმაციას ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.მათივე ცნობით, ფრენები 8 ივლისიდან შეჩერ

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს

22 ივნისი, 2019 , 17:50

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს. დოკუმენტს, რომლის ადრესატი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, ამ დროისთვის 3500-მდე ხელმოწერა აქვს და ეს რიცხვი მატულობს. „რ

ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, თეირანს განადგურება ემუქრება - დონალდ ტრამპი

22 ივნისი, 2019 , 11:42

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, თეირანს განადგურება ემუქრება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას