უკან

ეკონომიკა

21 აპრილი, 2017 14:15
font-size

მსოფლიო ბანკისგან საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფარგლებში 100 მლნ აშშ დოლარის ჩარიცხვას ველოდებით - დიმიტრი ქუმსიშვილი

„ყველა რეფორმა, რომელთა განხორციელებასაც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის შეთანხმება ითვალისწინებდა, წარმატებით შესრულდა, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან შეხვედრის შემდეგ.

პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს, რომლის დროსაც საქართველოს მაკროეკონომიკურ საკითხებისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ შეხვედრებს მართავს როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, ისე კერძო ინვესტორებთან.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, განვლილი პროგრამების შედეგები და ახლის ძირითადი მიმართულებები მსოფლიო ბანკის საბჭოს შეკრებაზე განიხილება, რომელიც მიმდინარე თვის ბოლომდე გაიმართება.

„მთავრობის რეფორმების მხარდასაჭერად, ჩვენ ძალიან მალე ველოდებით 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დახმარების ჩარიცხვას მსოფლიო ბანკისგან. ამავე დროს, აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტიდან ზაფხულის მეორე ნახევარშიც ამდენივეს მიღებაა განსაზღვრული,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ასევე, მოხდა შეთანხმება თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შეთანხმებაზე, რომელშიც დეტალურად გაიწერება მსოფლიო ბანკთან მუშაობის მომდევნო სამწლიანი პერიოდი.

იაპონია ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციით დაინტერესდა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

17 თებერვალი, 2018 , 12:30

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ტარო კონოსთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა

16 თებერვალი, 2018 , 15:20

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც მოცემულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განცხადებას

გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომ განვაახლოთ თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობა - მამუკა ბახტაძე

16 თებერვალი, 2018 , 14:10

გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომ განვაახლოთ თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იმ ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, შვეიცარიული კომპანია &bd

ჩვენი მიზანია, მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციტივა ძალაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შევიდეს - მამუკა ბახტაძე

16 თებერვალი, 2018 , 13:10

ჩვენი მიზანია, რომ მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციტივა ძალაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შევიდეს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ფინანსთა სამინი

თბილისის მერიამ ოთარ ფარცხალაძის კომპანიას უკონკურენტო გარემო შეუქმნა- აუდიტის სამსახური

16 თებერვალი, 2018 , 13:10

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მერიის ქონების მართვისა და განკარგვის თაობაზე ჩატარებულ ანგარიშში, რომელიც მოიცავს 2015-16 წლების პერიოდს, საუბარია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაც

ჩვენი პაკეტიდან მხოლოდ ერთი ინიციატივის განხორციელება ვერ მოიტანს იმ მნიშვნელოვან ეფექტს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება - ზურაბ ჭიაბერაშვილი

16 თებერვალი, 2018 , 12:55

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადის შემცირებას 5%-დან

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე