უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 სექტემბერი, 2019 15:20
font-size

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა

„ფრეიზერ ინსტიტუტის“ (Fraser institute) 2019 წლის რეიტინგის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ თანახმად, საქართველოს პოზიცია, წინა წელთან შედარებით, ერთი პოზიციით გაუმჯობესდა და მე-12 ადგილი დაიკავა 162 ქვეყანას შორის. წინა წელთან შედარებით, ასევე გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 7,94 ქულა შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„ფრეიზერ ინსტიტუტის“ რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს – მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა, მყარი ვალუტა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაცია.

საქართველომ, წინა წელთან შედარებით, ხუთი ინდიკატორიდან ოთხ ინდიკატორში – „მთავრობის ზომა“ (7,58 ქულა), „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ (6,34 ქულა), „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“ (8,74 ქულა) და „რეგულაცია“ (8.15 ქულა) მდგომარეობა გაიუმჯობესა, რამაც ქვეყნის საერთო რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია.

ამასთან. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რომ ქვეყნის პოზიციები გაუმჯობესდა ისეთ კომპონენტებში, როგორიც არის:

• მთავრობის მოხმარება – 5,42 ქულა (გაუმჯობესდა 0,17 ქულით);
• ტრანსფერები და სუბსიდიები – 6,91 ქულა (გაუმჯობესდა 0,13 ქულით);
• მიუკერძოებელი სასამართლო – 4.10 ქულა (გაუმჯობესდა 0,08 ქულით);
• საკუთრების უფლებების დაცვა – 6,19 ქულა (გაუმჯობესდა 0,06 ქულით);
• პოლიციის საიმედოობა – 7,02 ქულა (გაუმჯობესდა 0,05 ქულით);
• ფულის რაოდენობის ზრდა – 7,86 ქულა (გაუმჯობესდა 0,66 ქულით);
• რეგულირების ბარიერები ვაჭრობაში – 8,05 ქულა (გაუმჯობესდა 0,45 ქულით);
• კაპიტალისა და ხალხის მოძრაობის კონტროლი – 7,62 ქულა (გაუმჯობესდა 0,26 ქულით);
• საკრედიტო ბაზრის რეგულირება – 9,88 ქულა (გაუმჯობესდა 0,08 ქულით);
• ბიზნესის რეგულირება – 7,92 ქულა (გაუმჯობესდა 0,08 ქულით).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ქვეყნის მშპ-ის ზრდის დადებითი ტემპი ბოლო წლების განმავლობაში, ტრანსფერებისა და სუბსიდიების სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, მთავრობის მოხმარების წილის შემცირება მთლიან მოხმარებაში, ქვეყანაში განხორციელებული ეფექტური საგადასახადო რეფორმა, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემო და მთავრობის მიერ განხორციელებული სამართლებრივი სისტემური რეფორმები.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი – 10-ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებებით, როგორიცებაა:

• ზღვრული საგადასახადო განაკვეთი;
• უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება;
• შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა;
• კომერციული ბანკების არსებობა;
• სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა დანია (მე-13 ადგილი), ესტონეთი (მე-13 ადგილი), ლიეტუვა (მე-16 ადგილი), გერმანია (მე-20 ადგილი), ფინეთი (21-ე ადგილი), ჩეხეთი (22-ე ადგილი), ლატვია (24-ე ადგილი), ავსტრია (26-ე ადგილი), სომხეთი (27-ე ადგილი), სამხრეთ კორეა (33-ე ადგილი), სლოვაკეთი (მე-40 ადგილი), საფრანგეთი (50-ე ადგილი), უნგრეთი (54-ე ადგილი), ხორვატია (56-ე ადგილი), პოლონეთი (59-ე ადგილი), სლოვენია (67-ე ადგილი), რუსეთი (85-ე ადგილი), თურქეთი (95-ე ადგილი), მოლდოვა (97-ე ადგილი), ბელორუსი (99-ე ადგილი), აზერბაიჯანი (116-ე ადგილი), უკრაინა (135-ე ადგილი) და სხვა.

„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური „ფრეიზერ ინსტიტუტის“ (Frazer Institute) და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. მონაცემები, რომლებიც მუშავდება ყოველწლიურად, დაფუძნებულია მესამე მხარის მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და დამოუკიდებელ კვლევაზე 162 ქვეყნისათვის. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა“, – აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველო რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებდა, თუმცა მოგვიანებით ორგანიზაციამ კვლევის მეთოდოლოგია შეცვალა, შესაბამისად, შეიცვალა შარშანდელი რეიტინგიც და საქართველო მე-13 ადგილზე აღმოჩნდა. წელს კი ქვეყანა ერთი საფეხურით დაწინაურდა და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი