უკან

საზოგადოება

15 მარტი, 2019 19:00
font-size

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში ვარძია-ხერთვისი-ოლოდას ლანდშაფტის წარდგენისთვის მომზადებაში საქართველოს „იუესეიდი` დაეხმარება

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ძირითად ნუსხაში წარდგენისთვის ვარძია-ხერთვისი-ოლოდასისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის განვითარებისა და მართვის ძირითადი გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დაეხმარება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფის საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების „იუნესკოს” (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში გასაწევრიანებელი ნომინაციის მოსამზადებლად ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICMOS) ექსპერტის ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა.

ვარძია-ხერთვისი-ოლოდას განვითარებისა და მართვის ძირითადი გეგმის შემუშავებასთან ერთად მხარეთა პარტნიორობის ფართო სპექტრს დღეიდან ურთიერთგაგების მემორანდუმი განსაზღვრავს, რომლის მთავარი მიზანი რეგიონული ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა.

თანამშრომლობის დოკუმენტი დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ქემონიქს ინტერნეიშენელ ინკორპორეიშენს შორის გაფორმდა, რომელიც „იუესეიდის“ (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ მთავარი განმახორციელებელი პარტნიორია.

ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს ორი რეგიონის დონეზე ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვას გულისხმობს. შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მდებარე ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მოდერნიზებითა და მომსახურების ხარისხის ამაღლებით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო პროექტის „ზრდა“ ფარგლებში ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და სამოსახლო თემებისთვის ეკონომიკური განვითარების წინაპირობების შექმნას გეგმავს. ამ მიმართულებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და „იუესეიდის” (USAID) ერთობლივი აქტივობები უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმის, რაბათის ციხის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ვანის ქვაბების სამონასტრო კომპლექსისა და ხერთვისის ციხის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვისკენ იქნება მიმართული.

მხარეთა ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო აღნიშნული მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებზე დასაქმებულ პერსონალს სპეციალური ტანსაცმლითა და უნიფორმებით უზრუნველყოფს. ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრისთვის „იუესეიდის“(USAID) შშმ პირებზე ადაპტირებულ სამგანზომილებიან (3D) ვირტუალური ტურის პროექტორებს შეისყიდის. სააგენტოს პროექტის „ზრდას“ ფარგლებში მუზეუმები და მუზეუ-ნაკრძალები პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტებითა და მედიკამენტების ნაკრებებითაც აღიჭურვება. კულტურული მემკვიდრეობის საიტებზე დასაქმებული პერსონალი კი, ვიზიტორებისთვის პირველადი დახმარების გაწევის სატრენინგო კურსს გაივლის. საევაკუაციო შემთხვევების გეგმების შესამუშავებლად პროექტის „ზრდა“ სამიზნე რეგიონებში მდებარე მუზეუმები სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ვიზიტორთა ზუსტი აღრიცხვიანობის უზრუნველსაყოფად კი სპეციალური აპარატურით (შტრიხკოდის სკანერი და სხვა) აღიჭურვება სამიზნე რეგიონებში მდებარე მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმით გათვალისწინებული ყველა საპროექტო მიმართულება 2020 წლის ბოლომდე შესრულდება.

ურთიერთგაგების მემორანდუმს დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს ხელი.

პროგრამა „ზრდა“ არის „იუესეიდის“ (USAID) მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტი, რომლის მიზანია სამიზნე თემებში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) განვითარება, სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება, მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის საბაზრო კავშირების დამყარება და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

„შედეგად, ზრდა გაზრდის შემოსავლებს როგორც მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ისევე საოჯახო მეურნეობებისთვის, შექმნის სამუშაო ადგილებს და აამაღლებს ცხოვრების დონეს სამიზნე თემებში. ზრდა პროექტის სამიზნე არელია ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემები. დაინტერესებულ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, ზრდა მხარს უჭერს ადგილობრივ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფერმერებს პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორების განვითარებისთვის გრანტების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ტექნიკური დახმარების მეშვეობით; ზრდა ასევე ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას და საბაზრო კავშირების დამყარებას სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორების პრიორიტეტული მიმართულებების გასაძლიერებლად. ზრდას სამიზნე სექტორებს მიეკუთვნება: ბოსტნეული, კენკრა, კარტოფილი, ხილი, თაფლი/მეფუტკრეობა, ტურიზმი, მომსახურების სექტორი, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მეწარმოების მხარდაჭერა”, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციაში.

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

22 მაისი, 2019 , 10:20

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: გლდანის რაიონში – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებ

გადარიცხე თანხა მარტივად და მოიგე საგზური კოპენჰაგენში ნაკრების მატჩზე

21 მაისი, 2019 , 16:00

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურებით სარგებლობისას, შესაძლებელია საგზურის მოგება კოპენჰაგენში,  ეროვნული ნაკრების მატჩზე ფეხბურთში. გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის

ლევან იზორია - შემოდგომაზე აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება

21 მაისი, 2019 , 11:55

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ს

კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესა, 1 მბ/წმ ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება

21 მაისი, 2019 , 11:45

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან ცხრა ლარამდე შემცირდება. „კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევ

ენდიაის კვლევა - მოქალაქეები პოლიტიკური პარტიების მიმართ ენთუზიაზმის ნაკლებობით გამოირჩევიან

21 მაისი, 2019 , 11:40

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის კურსის შეფასება რეკორდულად დაბალია, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავ

ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

20 მაისი, 2019 , 19:00

„თქვენ იმყოფებით სივრცეში, რომლის ფართობიც 4 000 კვ.მეტრია და რომელიც სრულიად უნიკალური, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და პროგრამებით არის უზრუნველყოფილი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ეპოქა და ნუ გაუშვებთ ამ შეს