უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

13 ოქტომბერი, 2018 15:35
font-size

მსოფლიოს არ დავიწყებია, რა მოხდა და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს გამყოფ ხაზს საზღვრად - ჯორჯ კენტი

მსოფლიოს არ დავიწყებია, რა მოხდა და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს გამყოფ ხაზს საზღვრად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გამყოფ ხაზთან განაცხადა, სადაც დღეს იმყოფებოდა.

ჯორჯ კენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები.

„ათი წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციიდან. დღეს მოვედი აქ, რათა შევახსენო ქართველ ხალხს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათ გვერდითაა და რომ მსოფლიოს არ დავიწყებია, თუ რა მოხდა აქ. საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ გამყოფ ხაზს საერთაშორისო საზღვრად და ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ნებისმიერი მცდელობა, შეცვალონ საქართველოს საზღვრები მისი სუვერენიტეტის დარღვევით. საქართველოს მოქალაქეები ცხოვრებასა და მოღვაწეობას ოკუპაციის ჩრდილში აგრძელებენ.

ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. ჩვენ აღშფოთებული ვართ საქართველოს მოქალაქეების დაუსრულებელი დაკავებებით, არასათანადო მოპყრობითა და სიკვდილით; ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ამ ადამიანების ოჯახებს. ჩვენ ჩვენი მეგობრების გვერდით ვდგავართ საქართველოში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები: შეწყვიტოს ამ ერთეულების ქვეყნებად აღიარება და გაიყვანოს რუსული ჯარები ომამდელ პოზიციებზე.
ასევე, მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, ნება დართოს ხალხისათვის ესოდენ საჭირო ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აღნიშნულ რეგიონებში. შეერთებული შტატები მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს მთავრობასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

საკვანძო სიტყვები:

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევიდან მწყემსი გაიტაცეს

20 აპრილი, 2019 , 14:50

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან მწყემსი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის გოჩა ფიდიური სოფლის მიმდებარედ ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის საქონელს აძოვებდა. ოკუპანტები მას

სირია ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის განვითარებას გეგმავს

19 აპრილი, 2019 , 13:30

სირია ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ სირიის ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა სამერ ალ-ხალილმა ანექსირებულ ყირიმში მიმდინარე იალტის ეკონომიკურ ფორუ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი საქართველოს მოქალაქეებს მემკვიდრეობის უფლებას ართმევს

10 აპრილი, 2019 , 16:20

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც საქართველოს მოაქალაქეების ნაწილს მემკვიდრეობის უფლებებს უზღუდავს. ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში შედის, ინიციატორი კი ე.წ. პარლამენტის წევ

გიორგი გახარია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

30 მარტი, 2019 , 14:03

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის რეგიონში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, მათ შორის, ხურვალეთსა და ძუკუთაში მოადგილეებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას და თანამშრომლებს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას შ

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული

28 მარტი, 2019 , 10:15

2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშ

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შვიდი მოქალაქის ნეშტი მათ ოჯახებს გადაეცა

26 მარტი, 2019 , 15:06

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შვიდი მოქალაქის ნეშტი მათ ოჯახებს გადაეცა. მათ სამარხებს წითელმა ჯვარმა 2017 წლის ოქტომბერში მიაკვლია, გახსნა და გადმოსვენების პროცედურა დაიწყო. პროცესში ჩართული იყო სახელმწ