უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ოქტომბერი, 2019 11:15
font-size

მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე, საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველ საშეჯიბრო დღეს ორი მედალი მოიპოვა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა გუნდმა ორი სპორტსმენით იასპარეზა და კვარცხლბეკზე ორივე მათგანი ავიდა. სადებიუტო თამაშების - „კატარი 2019“- ის გამარჯვებული ლევან ქელეხსაშვილი გახდა. ქელესაშვილმა 70 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ფინალამდე 5 შეხვედრა მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში, მომავალმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი პანა ილიასლი დაამარცხა და მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ქვიშის თამაშების პირველი გამარჯვებული გახდა.

ოქროს მედლამდე სულ ცოტა დააკლდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორსა და ევროპის ორგზის ჩემპიონ დათო მარსაგიშვილს. მარსაგიშვილმა 90 კგ წონით კატეგორიაში, ჯგუფურ ეტაპზე 4 შეხვედრიდან 3 მოიგო და დამარცხდა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ პაკისტანელ მუჰამად ინამთან, ხოლო ნახევარფინალში რუმინელი მეტოქის ძლევით ფინალში გავიდა და კვლავ ინამს დაუპირისპირდა. განმეორებით ორთაბრძოლაში ამჯერადაც პაკისტანელმა ფალავანმა გაიმარჯვა და ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო მარსაგიშვილი ქვიშის თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა.

„საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალია. 15 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ღირსებას კვლავ მოჭიდავეები - დავით ხუციშვილი (80 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) დაიცავენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ქვიშის თამაშებზე 4 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი