უკან

მსოფლიო

12 ოქტომბერი, 2018 10:55
font-size

მსოფლიოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინება ვრცელდება

მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით, 9 ოქტომბერს, დღის წესრიგში შემავალი საკითხების განსახილველად და განსასჯელად, წმინდა სინოდის რეგულარული სესია გაიმართა.

წმინდა გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი განჩინების ქართულ თარგმანს ავრცელებს.

„წმინდა სინოდმა დაწვრილებით განიხილა უკრაინის ამჟამინდელი საეკლესიო საკითხი, რომელიც უკრაინაში საპატრიარქოს ეგზარქებმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა დანიელმა (პამფილიის ეპ.) და მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ილარიონმა (ედმონტონის ეპ.) წარმოადგინეს, რომელთა შესახებაც განაჩინა:

1-განახლდეს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის გაგრძელების შესახებ.

2-აღდგეს კიევში მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგია, რამდენადაც უკრაინაში ყოველთვის არსებობდა მისი (მსოფლიო საპატრიარქო, გ.ლ.) არაერთი სტავროპიგია.

3-მსოფლიო საპატრიარქომ, მისთვის ბოძებული კანონიკური პრივილეგიების მიხედვით, (რომ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და სხვა სამღვდელოთაგან პეტიციები მიიღოს), მიიღო და განიხილა ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მელეტიჩისა და მათი მიმდევრების პეტიციები აპელაციის თაობაზე, რომლებიც სქიზმაში არადოგმატური მიზეზებით აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ზემოთაღნიშნულ პიროვნებებს კანონიკურად აღედგინათ მათი იერარქიული და სამღვდელო ხარისხი, ხოლო მათ იურისდიქციაში მყოფ მორწმუნეებს კი ეკლესიასთან კავშირი.

4-გაუქმდეს 1686 წლის სინოდალური წერილის კანონიერი ძალმოსილება, რომელიც კონკრეტული დროის ვითარებებიდან გამომდინარეობდა, რომელიც (წერილი, გ.ლ.) მოსკოვის პატრიარქს იკონომიით ანიჭებდა უფლებას, რომ ხელი დაესხა ეპარქიის (კიევის, გ.ლ.) სამღვდელო და საერო კრების მიერ არჩეული კიევის მიტროპოლიტისთვის, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი, როგორც პირველი იერარქი, ნებისმიერ მსახურებაზე უნდა მოეხსენებინა, რითაც დედაეკლესიასთან კანონიერი დამოკიდებულება წარმოჩნდებოდა.

5-მოვუწოდებთ საკითხში ჩართულ ყველა მხარეს, შეწყვიტონ ეკლესიების, მონასტრებისა და სხვა საკუთრებების მითვისება, ისევე როგორც ძალადობრივი მოქმედებები და შურისძიება, ამგვარად განეფინოს ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული“,- აღნიშნულია წმინდა გრიგოლ პალამასსახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: www.patriarchate.org

განჩინების ტექსტი თარგმნაგურამ ლურსმანაშვილმა.

ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ

19 აპრილი, 2019 , 13:30

ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში „ვაინ ენდ გურმე ჯაპან“ ღვინის 12 ქართული კომპანია მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყანაა, რისი გათვალისწინებითაც

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუმჯობესდა

18 აპრილი, 2019 , 11:40

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსში საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა. ინდექსის თანახმად, საქართველოს 28.98 ქულა აქვს. საქართველოს რეიტინგი 2018 წლის ინდექსთან შე

უნგრეთში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

17 აპრილი, 2019 , 10:36

დედაენის დღესთან დაკავშირებით ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ და უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართულ

მინსკში წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში პირველად შესრულდა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე

16 აპრილი, 2019 , 12:55

მინსკში ქართული სათვისტომოსა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერით, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში პირველად შესრულდა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე. ღვთისმსახურება შე

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია

16 აპრილი, 2019 , 10:15

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ამჟამად კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ფრანგულ მედიას საფრანგეთის სახანძრო სამსახურის პრესსპიკერმა, გაბრიელ პლიუსმა განუცხადა. „ხანძარი ჩამქრალია. თვალს ვადევნებთ ცეცხლის

რუმინეთის პერსპექტივიდან საქართველოს აყვავება და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია - რუმინეთის პრემიერი

15 აპრილი, 2019 , 16:20

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის ვასილიკა-ვიორიკა დენჩილას განცხადებით, მოხარულია, რომ მასპინძლობს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და მთავრობის წევრებს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე განიხილეს საქა

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019