უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

3 თებერვალი, 2018 14:20
font-size

მსოფლიოში 264 მილიონ ბავშვს საშუალო განათლება მიღებული არ აქვს - UNICEF

გაერო-ს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებისა და მიმდინარე კონფლიქტების გამო, მსოფლიოში 264 მილიონ ბავშვს საშუალო განათლება მიღებული არ აქვს.

როგორც ორგანიზაციის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, მსოფლიოს 24 განვითარებად ქვეყანაში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და გახშირებულია სკოლებზე თავდასხმები, ექვსიდან 14-წლამდე 27 მილიონ ბავშვს საშუალება არ აქვს, სკოლაში ისწავლოს.

დოკუმენტში მაგალითად მოყვანილია ნიგერია, სადაც რადიკალური ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამი“ სკოლებზე თავდასხმებს ახორციელებს.

უკანასკნელ წლებში დაჯგუფებამ ნიგერიაში 1000-ზე მეტი სკოლა გაანადგურა და 2300-მდე მასწავლებელი მოკლა. 2014 წელს ამავე ორგანიზაციამ სკოლიდან 250 მოსწავლე გაიტაცა.

ანგარიშში ასევე ნახსენებია პაკისტანში მომხდარი ფაქტებიც – ტერორისტულ გაერთიანება თალიბანს თავდასხმის სამიზნედ სკოლები არაერთხელ შეურჩევია.

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაციებს განვითარებად ქვეყნებში, სადაც ზემოთ ხსენებული პრობლემები არსებობს, განათლების მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდისკენ მოუწოდა.

როგორც UNICEF-ის წარმომადგენელი იურგენ გერაუსი ამბობს, დღეს დონორი ორგანიზაციები ამ ქვეყნებში ბიუჯეტის 3,6%-ს განათლების მიმართულებით ხარჯავენ. მისი თქმით, აღნიშნული თანხა არასკმარისია და ამ სფეროსთვის ყოველწლიურად 340 მილიარდი დოლარია საჭირო.

რუსეთი: კორონავირუსის 8 863 ახალი შემთხვევა, 182 გარდაცვლილი

2 ივნისი, 2020 , 12:35

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8 863 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას რუსული მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 182 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში ვი

სომხეთი: კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა 19 გარდაცვლილი

2 ივნისი, 2020 , 12:00

სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 10 009 გახდა. ოფიციალური მომაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიც

რუსეთი: კორონავირუსის 8 952 ახალი შემთხვევა, 181 გარდაცვლილი

30 მაისი, 2020 , 12:34

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 181 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი კიდევ 8 952 ადამიანს დაუდასტურდა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში სულ ახალი კორონავირუსის 396 575 შე

ბრაზილია: კორონავირუსის 26 928 ახალი შემთხვევა, 1124 გარდაცვლილი

30 მაისი, 2020 , 11:06

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 26 928 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 468 338-მდე გაიზარდა. ვირუსის

აშშ: კორონავირუსის 24 266 ახალი შემთხვევა, 1 193 გარდაცვლილი

30 მაისი, 2020 , 10:57

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1193-ით გაიზარდა. გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 24 266 ახალი შემთხვევა. შესაბამის მონაცემებს „სიენენი&l

თურქეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ინფორმაციას ავრცელებს

30 მაისი, 2020 , 10:42

თურქეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ინფორმაციას ავრცელებს. „თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!