უკან

სამართალი

10 თებერვალი, 2017 18:00
font-size

მსოფლიოში ყველა მუშაობს, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები განამტკიცოს, საქართველოში მათ დასუსტებას ცდილობენ- ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერლის, ანალიტიკოსის სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძის განცხადებით, იმ დროს, როდესაც მსოფლიოში ყველა მუშაობს იმისთვის,რომ ქვეყნის სპეცსამსახურები განამტკიცოს, საქართველოში მათ დასუსტებას ცდილობენ.

ამის შესახებ სალუქვაძემ პრესკონფერენციაზე, ე.წ.მოსმენების გასაღების თემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით, მმართველი გუნდი გამოდის ინიციატივით, რომ მოსმენების გასაღები სუს-ს ჰქონდეს, ხოლო პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენი აცხადებენ, რომ ამისთვის ცალკე სააგენტო უნდა შეიქმნას.

„დღევანდელ სიტუაციაში, მსოფლიოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ყველა მუშაობს იმისთვის, რომ განამტკიცოს ქვეყნის სპეცსამსახურები, ჩვენ კი რატომღაც გვინდა, რომ შევასუსტოთ. მე ყველაფერს კამერების წინ ვერ ვიტყვი. არსებობს უამრავი სიტუაცია, როცა სპეცსამსახურმა მყისიერად უნდა იმოქმედოს. აქ საუბარი საათებზეც კი არ არის, ეს არის ანაბანა, ნებისმიერი სახელმწიფოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შეეკითხონ. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი მოდელი, რომელსაც გვთავაზობენ. ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, ავიღოთ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებსაც მოსმენებთან დაკავშირებით არ აქვთ ცალკე გამოყოფილი სტრუქტურა, დღეს ნატოში, ევროკავშირში არიან, მაგრამ მსგავსი რამ იქ არ არის, ყველგან არის სხვადასხვაგვარად - ზოგან თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაშია, ზოგან შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაშია სტრუქტურები. სახელმწიფოები ყველგან სხვადასხვაგვარია, მაგრამ აბსოლუტურად ყველგან შედის იმ სტრუქტურებში, რომლებიც ასევე ახორციელებენ საგამოძიებო საქმიანობას“,-განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა დაკვეთაზე და უკანონო მოსმენებზე მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს.

„მაქსიმალურად უნდა გავამკაცროთ პასუხისმგებლობა დაკვეთაზე და უკანონო მოსმენებზე, ეს არის აუცილებელი. რატომღაც ამ მიმართულებით არ ვმუშაობთ, მხოლოდ იმაზეა საუბარი, ვის უნდა მივცეთ ეს ე.წ. გასაღები“,-აღნიშნა სალუქვაძემ.

მონიკა დავლიანიძე


გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე - გენერალური პროკურტურა

22 აგვისტო, 2019 , 11:54

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. წერეთელი ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით გენერალურ პროკურატურაში დღეს არის დაბარებული. როგორც პროკურატურაში გამართულ

წალენჯიხაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

22 აგვისტო, 2019 , 10:48

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. როგორც „მედიანიუსს&l

საქართველოს მასშტაბით უაქციზო სიგარეტისა და მინერალური წყლის უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინდა

21 აგვისტო, 2019 , 17:05

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით უაქციზო საქონლის უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. "20 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმ

ლაურა ღაჭავას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

21 აგვისტო, 2019 , 16:40

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავამ საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა. ბიზნესმენს ბრალი უკვე წარუდგინეს. „ბრალთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. 15 ტომი გამოგვატანეს და 15 ტომის კიდევ დისკებია. ასე სწრაფად ამას ვერ გავეცნობოდით.

პოლიციამ ქურდობაში ბრალდებული დააკავა

21 აგვისტო, 2019 , 12:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული გ. მ. ქურდობის ბრალდებით

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული

21 აგვისტო, 2019 , 11:50

საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო კიდევ ერთ პირის

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს