უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

27 ივლისი, 2020 11:11
font-size

მსოფლიოში პირველად, სამ განზომილებიანი ხის პანელი, სრულიად ახალ მოდელში FLYING SPUR

-პირველად ახალ მოდელში Flying Spur უკანა კარების ჩანართებში ხელმისაწვდომია სამ განზომილებიანი ხის ჩანართები

-თითოეული პანელი ხელით არის შექმნილი ამერიკული კაკლის ან ამერიკული ალუბლის მთლიანი ხის ბლოკიდან

-ეფექტური ღია ფორებიანი შპონი, ზედაპირის სამ განზომილებიანი მოპირკეთებით, შედგება 150 უნიკალური ბრილიანტისებური შპონისგან.

-უნიკალური დიზაინი პირველად გამოჩნდა 2015 წელს კონცეპტ მოდელში EXP 10 Speed 6


კომპანია Bentley პირველად გთავაზობთ უკანა კარებების ხით სამ განზომილებაში მოპირკეთებას, რომელიც ხელმისაწვდომია სრულიად ახალი მოდელისთვის Flying Spur. სამ განზომილებიანი ხე, მსოფლიოში პირველია საავტომობილო სექტორში - მკვეთრი, ბრილიანტისებური მოპირკეთება , რომელსაც აძლიერებს სამ განზომილებიანი ზედაპირი და პირდაპირ ხეში შესრულებული სამუშაო.

ახალი ოფცია წარმოადგენს ერთ-ერთ უნიკალური შპონის არჩევანს ბენტლი მულინერის ‘კოლექციიდან’ და აყალიბებს თანამედროვე მდიდრულ დიზაინს, ხის ბუნებრივ სილამაზეში ტაქტიკურობის შემატებით. უკანა კარებები და პანელის მეოთხედი ხელით არის გამოძერწილი მთლიანი ამერიკული კაკლის ან ამერიკული ალუბლის ბლოკისგან, რაც ჰარმონიულად აერთებს ტრადიციულ შესაძლებლობებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

3D ხის მოპირკეთების კონცეპტი, პირველად ნაჩვენები იყო პენტლის კონცეპტუალურ მოდელში EXP 10 Speed 6, ჟენევის ავტო შოუზე, 2015 წელს და დიდი აღიარება დაიმსახურა. გამორჩეული მახასიათებლის შთაგონება იყო ტყავის ფორმა რომელიც გამოყენებულ იქნა ბრილიანტისებური მოპირკეთებისთვის Bentley’s Mulliner Driving Specification ინტერიერში. სამ განზომილებიან ხეს დასჭირდა წარმოების განვითარების 18 თვე, გამოცდილი ტექნიკური ოსტატების მიერ შესრულებული სამუშაოები, იქამდე ვიდრე Bentley Mulliner შეძლებდა რთული კონცეპტის რეალურად განხორციელებას.

ბენტლის, Flying Spur მოდელის ინტერიერის დიზაინის ხელმძღვანელი, ბრეტ ბოიდელი (Brett Boydell) აღნიშნავს:

“სამ განზომილებიანი ხე, არის შემდეგი დიზაინერული ელემენტი, რომელიც გადმოვიტანეთ კონცეპტ მანქანის იდეიდან რეალურ წარმოებაში. ის იდეალურ ჰარმონიაშია სამ განზომილებიანი ტყავის მოპირკეთებასთან Flying Spur -ის მთელს კაბინაში და ქმნის კიდევ უფრო განსაკუთრებულ გარემოს, მათთვის ვინც მას მართავს.”


უმაღლესი ხარისხის წარმომავლობის ხის მასალა

ორივე, ამერიკული კაკალიც და ამერიკული ალუბლის მერქანიც მოწოდებულია ჩრდილოეთ ამერიკის ფოთლოვანი ტყეებიდან. ბენტლი არჩევს საუკეთესო ხის ნაჭრებს, რომელიც არ შეიცავს ნამტვრევებს ხის სიღრმეებში. მხოლოდ შერჩეულ ხის ნაჭრებს აქვს განსაკუტრებული მიმზიდველობა და გლუვი ზედაპირი, ასევე ბუნებრივი ტექსტურა და რბილი ფერი, რომელსაც სრულყოფილებაში მოჰყავს დახვეწილად გაფორმებული Flying Spur-ის კაბინა.

ამერიკული კაკალი და ამერიკული ალუბლის ორივე პოპულარული ზრდადი მარაგია ჩრდილოეთ ამერიკაში, რომლებიც გვთავაზობენ, სტაბილური ხის მოწოდებას. ყოველწლიურად, მოსავლის აღების შემდეგ ამერიკული ალუბლის ტყე იზრდება შვიდ მილიონზე მეტი კუბური მეტრით, ხოლო ამერიკული კაკალი იზრდება სამი მილიონი კუბური მეტრით.

ამერიკული კაკალი ერთე-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხეა მთელს მსოფლიოში. ის ევროპულ კაკალზე მუქია, ასევე მყარი, მდგრადი და საშუალოდ მკვრივი. ამერიკული ალუბალი, დიდად ფასობს ავეჯში და ინტერიერის მაგიდა-სკამების ნაკეთობებში - ხის მოპირკეთება განსხვავდება მკვეთრი წითელიდან, მოწითალო ყავისფერამდე.

დახვეწილობის და ფუფუნების ეტალონი

სრულიად ახალი Flying Spur არის დახვეწილი გრან ტურერი, შესრულებაზე ორიენტირებულობის და ექსკლუზიური ოთხ-კარიანი მდიდრული ლიმუზინისთვის დამახასიათებელი კომფორტის იდეალური კომბინაცია. ბენტლის ფლაგმანმა მოდელმა წარადგინა მდიდრული გადაადგილების ახალი ერა, ის უნიკალური დიზაინის მქონეა რომელიც აკმაყოფილებს ორივეს მძღოლსაც და ასევე მგზავრსაც. თამამი და მდგრადი საგზაო შესრულებით, Flying Spur აღჭურვილია მდიდრული კაბინით და ინოვაციური ტექნოლოგიებით, რომელიც დამზადებულია ხელით, ნახშირბადის ნეიტრალური გამონაბოლქვის ლუქს კლასის ავტომობილების მსოფლიოში ნომერ პირველ ქარხანაში.

ცნობისთვის - Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, ასევე სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები მისი ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.

საკვანძო სიტყვები:

ტოჩინოშინმა დაიეიშო დაამარცხა

19 სექტემბერი, 2020 , 14:45

აკი ბაშოს მე-7 დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ქართველი მებრძოლის მეტოქე დებიუტანტი სეკივაკე დაიეიშო იყო. ტოჩინოშინმა შეჯახებისთანავე აგრძნობინა მეტოქეს უპირატესობა, არც მოძრაობაში და გახსნილ ორთაბრ

რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

15 სექტემბერი, 2020 , 11:05

“ევროპაბეთის” მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის

თავბრუსხვევა და ვერტიგო

9 სექტემბერი, 2020 , 18:52

თავბრუსხვევა ზოგადი ტერმინია, რომელიც სხვადასხვა შეგრძნებას აღწერს, მათ შორის: გულის წასვლის გრძნობას, გაბრუებას, წონასწორობის დაკარგვას, ტრიალის ან თავში სიმსუბუქის შეგრძნებას, სისუსტეს. ვერტიგო, კი თავბრუსხვევის ერთ- ე

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

3 სექტემბერი, 2020 , 14:50

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს გადაეცა ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს ენციანი“ (Golden Gentian).

„ახალი ხედვა“- ლიდერი კომპანია ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში

1 სექტემბერი, 2020 , 19:02

სამედიცინო ჯგუფი ,,ახალი ხედვა” დაარსდა 2012 წელს. დღეს კი, ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის სამედიცინო სერვისსა და პროდუქციას. კომპანია გამორჩეულია ინო

როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზს?

1 სექტემბერი, 2020 , 18:27

ვარიკოზი არის გაფართოებული, შეშუპებული ვენები, რომლებიც ხშირად ჩნდება ფეხებსა და ტერფებზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც ვენებში სარქველები არ მუშაობს სწორად, ამიტომ სისხლი აქტიურად არ მიედინება. ვარიკოზის დროული აღმოჩენა და მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.