უკან

ეკონომიკა

2 ნოემბერი, 2017 16:30
font-size

მსოფლიოში რძის პროდუქტების ფასები შემცირდა

ოქტომბერში სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა. რძის პროდუქტებზე ფასები შემცირებულია 27%-ით, რითაც ოქტომბრის თვის ფასმა, რძის ნაწარმზე მიაღწია ქვედა ზღვრის მაქსიმალურს ნიშნულს 2011 წლიდან დღემდე.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსი, სექტემბრის თვესთან შედარებით, 1,3 პუნქტით შემცირდა და ოქტომბერში 176.4 პუნქტი შეადგინა. რაც, წინა წელთან შედარებით ფასების 2,5 პროცენტით შემცირებას ნიშნავს.

FAO-ს ინფორმაციით, რძის პროდუქტებზე, ფასების კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს იმპორტიორთა მხრიდან ამ პროდუქტების შესყიდვის შეჩერება წარმოადგენდა. იმპორტიორები კარაქსა და რძის ფხვნილის შემოდინებას ოკეანიის ქვეყნებიდან ელოდნენ, რის გამოც, გარკვეული პერიოდით შეწყვიტეს აღნიშნული პროდუქტის შეძენა.

,,ამ ფაქტს დაემატა ისიც, რომ მსოფლიოს მასშტაბით, რძეზე მოთხოვნა შემცირდა მომხმარებლებში, რამაც საბოლოოდ ფასების ვარდნის პროცესი გაძლიერა. რძის პროდუქტებზე ფასების კლება, მაისის თვეში დაიწყო და მაქსიმალურ ნიშნულს ოქტომბერში მიაღწია, რამაც საერთო ჯამში FAO-ს რძის ფასის ინდექსი 4,2%-ით შეამცირა.

FAO-ს ფასების ინდექსის თანახმად, შემცირებულია მცენარეული ცხიმის ფასებიც, რომელიც 1,1%-ით დაეცა სექტემბრის თვის შემდგომ. აღნიშნული კი პალმის, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთის ბიზნესის ზრდით არის განპირობებული.

რაც შეეხება მარცვლეულს, ახალი გათვლებით, მარცვლეულის წარმოება 2017 წელს გადააჭარბებს 2016 წელს წარმოებული მარცვლეულის ყველაზე მაღალ ოდენობას. ამავდროულად, იზრდება მსხვილმარცვლოვანი კულტურების მსოფლიო წარმოებაც, რასაც ხელს უწყობს ამ კულტურების აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში ფართოდ გავრცელება.

უფრო ამომწურავად აღნიშნული ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება 9 ნოებერს, FAO-ს კვლევაში“, - ნათქვამია გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციაში.

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.10 პროცენტით შემცირდა

25 თებერვალი, 2020 , 19:38

2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

25 თებერვალი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ 2020 წლის იანვრის მდგომარეობით. სესხებისა და დეპოზიტების შესახებ ინტერაქ

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის

25 თებერვალი, 2020 , 15:05

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა. განმარტებით

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

25 თებერვალი, 2020 , 14:40

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც „მედიანიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8079 ლარი გახდა

24 თებერვალი, 2020 , 17:25

თბილისი. მედიანიუსი. 24.02.20. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8079 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8299 ლარი იყო. შესაბამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`