უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 მაისი, 2023 13:32
font-size

ოლექსეი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელს, ალექსი დანილოვს ოფიციალური წერილით მიმართავს.

გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.

,,ვინ არიან ისინი და რატომ არის საჭირო სანქციები? ბიძინა ივანიშვილი არის ქართველი პრორუსი ოლიგარქი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, მაგრამ დღემდე ითვლება „საქართველოს არაფორმალურ მმართველად“. ამავდროულად, მას აქვს მჭიდრო კავშირი რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, აქტიურად ეწევა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის საკითხს. 2012 წელს მან დააარსა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც დღეს მმართველი პარტიაა და რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

კობახიძე თანმიმდევრულად ავრცელებს რუსულ ნარატივებს, მაგალითად, უკრაინის ომს უწოდებს „მაიდანის შედეგს“, დადებითად საუბრობს საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე.

2022 წელს კი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ვაჭრობამ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს ბოლო 16 წლის განმავლობაში, რაც საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის შედეგია და პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ სულისკვეთებას.

სანამ ქართველები უკრაინის მხარეს იბრძვიან, საქართველოს პრორუსული ხელისუფლება რუსეთთან დაახლოებისკენ მიისწრაფვის და მათ ეკონომიკური სიძნელეების დაძლევაში ეხმარება.

ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამ ადამიანების მიმართ სანქციების დაწესება,- აცხადებს გონჩარენკო.

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო - ჯო ბაიდენი

22 თებერვალი, 2024 , 12:29

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "გიჟი, ნაბიჭვარი" უწოდა. როგორც  The Hill იტყობინება , შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.  

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი