უკან

რეგიონები

21 მაისი, 2019 17:45
font-size

მსურს, დავადასტურო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი ნება, ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი - მამუკა ბახტაძე

კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე განაცხადა.

ფორუმი სახელწოდებით – „რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ წყალტუბოში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შემუშავებულია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გაზრდას, ფინანსურ დეცენტრალიზაციას და უფრო გამჭვირვალე ანგარიშვალდებული თვითმმართველობების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„როდესაც ვსაუბრობთ თვითმმართველობის განვითარებასა და წინსვლაზე, ბუნებრივია, ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური ნება, რეალური სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა და არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. უკვე გვაქვს შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი, რომელიც ეყრდნობა 2018 წლის მარტში მთავრობისა და პარლამენტის მიერ გაცხადებულ ხედვას, რაც გულისხმობს რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გაზრდას, ფინანსურ დეცენტრალიზაციასა და უფრო გამჭვირვალე ანგარიშვალდებული თვითმმართველობების ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თითოეული მოქალაქე არის ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სტრატეგიას აქვს სამი მიმართულება – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა; ადგილობრივი თვითმმართველობის მატერიალური და ფინანსური გაძლიერება და სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

„იცით, რომ ჩვენს პოლიტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოციალურ პოლიტიკას და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ, ჩვენი სოციალური პროგრამების ნაწილის გადამისამართება მოვახდინოთ სწორედ თვითმმართველობებზე. არ მჯერა, რომ თბილისიდან უფრო კარგად ჩანს ის პრობლემები, რომელიც რეალურად საზოგადოებას, ყველგან აწუხებს. კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი. თითოეული ჩვენგანი ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ. გვაქვს ძალიან ბევრი ბარიერი ამ გზაზე. ძალიან ბევრი გამოწვევა გამოვიარეთ ერთობლივად და ბუნებრივია, არავის აქვს იმის ილუზია, რომ მომავალში არ გვექნება გამოწვევები და ბარიერები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი