უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

21 მაისი, 2019 17:25
font-size

მსურს დავადასტურო საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი - მამუკა ბახტაძე

კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე განაცხადა. ფორუმი სახელწოდებით - „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ წყალტუბოში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შემუშავებულია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გაზრდას, ფინანსურ დეცენტრალიზაციას და უფრო გამჭვირვალე ანგარიშვალდებული თვითმმართველობების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თვითმმართველობის განვითარებასა და წინსვლაზე, ბუნებრივია ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური ნება, რეალური სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა და არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. ჩვენ უკვე გვაქვს შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი, რომელიც ეყრდნობა 2018 წლის მარტში მთავრობისა და პარლამენტის მიერ გაცხადებულ ხედვას, რომელიც გახლავთ რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და უფრო გამჭვირვალე ანგარიშვალდებული თვითმმართველობების ჩამოყალიბება. სადაც რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თითოეული მოქალაქე არის ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სტრატეგიას აქვს სამი მიმართულება - ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა; ადგილობრივი თვითმმართველობის მატერიალური და ფინანსური გაძლიერება და სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

„იცით, რომ ჩვენს პოლიტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოციალურ პოლიტიკას და მე ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ, ჩვენი სოციალური პროგრამების ნაწილის გადამისამართება მოვახდინოთ სწორედ თვითმმართველობებზე. მე არ მჯერა, რომ თბილისიდან უფრო კარგად ჩანს ის პრობლემები, რომელიც რეალურად საზოგადოებას, ყველგან აწუხებს. კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი. ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ბარიერი ამ გზაზე. ძალიან ბევრი გამოწვევა გამოვიარეთ ერთობლივად და ბუნებრივია არავის აქვს იმის ილუზია, რომ მომავალში ჩვენ არ გვექნება გამოწვევები და ბარიერები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პანკისის ხეობაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

25 ივნისი, 2019 , 11:55

ივნისის თვიდან პანკისის ხეობის 17 სოფლის მცხოვრებნი უფასო იურიდიული მომსახურებით ისარგებლებენ. ისინი სამართლებრივ დახმარებას ხეობიდან გაუსვლელად, სოფელ დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ საკონსულტაციო ც

ეროვნული სატყეო სააგენტო, ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე შუალედურ მონიტორინგს ახორციელებს

25 ივნისი, 2019 , 11:15

ეროვნული სატყეო სააგენტო, ბორჯომის ხეობაში, 2008 – 2017 წლებში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე, ტყის მოვლა - აღდგენის პროექტის ფარგლებში, შუალედურ მონიტორინგს ახორციელებს. როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება

24 ივნისი, 2019 , 15:35

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ფოტოებმა ესტონელებისა და ლატვიელების ყურადღება მიიქცია. ტალინისა და რიგის ქუჩებში აჭარის ფოტოებით დაბრენდილი ტრამვაი გამოჩ

„რუსეთუმებო ყარხართ“ - ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

20 ივნისი, 2019 , 16:20

საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის მონაწილეებს აქვთ ბანერები: "რუსეთი ოკუპანტია", რუსეთუმებო ყარხართ", "სირცხ

ბორჯომში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

19 ივნისი, 2019 , 15:20

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ერთი 67 წლის ქალს და მის ორ მცირეწლოვან შვილიშვილს დაეჯახა. მ

ბორჯომში ბებიას და შვილიშვილებს ავტომობილი დაეჯახა

19 ივნისი, 2019 , 14:00

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეებს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ორი მცირეწლოვანი. სამივე დაშავებული ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. კლინიკაში