უკან

საზოგადოება

22 აგვისტო, 2019 17:30
font-size

მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა

უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიული ცოდნის განვითარებას, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვას და სასკოლო გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობას. პროგრამა ხორციელდება დისტანციურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პარალელურად. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართულები თავად გეგმავენ პროგრამაში საკუთარი მუშაობის გრაფიკს 2 წლამდე პერიოდით.

პროგრამის ბენეფიციარები არიან:

პირები, რომელებიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, არ არიან ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და არ აქვთ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული არცერთი სტატუსი.

პროგრამის წარმატებით დაძლევის შემდეგ, უსტატუსო პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ სტატუსი განსაზღვრულ ვადაში მოიპოვონ. ისინი ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამაში იმ შემთხვევაში თუ, არ გადიან მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამას.

ბაკალავრი/მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომელთაც დიპლომით უდასტურდებათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი კვალიფიკაცია და სურთ მასწავლებლობა.

მასწავლებლობის მსურველმა (თუ აკმაყოფილებს მოთხოვნას) რეგისტრაცია უნდა გაიროს საიტზე www.pedagogi.ge / www.teacherjobs.ge და მონიშნოს სასურველი სკოლა/სკოლები, სადაც სურს მუშაობის დაწყება. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სკოლა უფორმებს ხელშეკრულებას და იწყებს სწავლებას. მისი საქმიანობა ანაზღაურებადია.

მუშაობის პარალელურად, მაძიებელი გადის აკადემიურ კურსს. აკადემიური კურსი მიმდინარეობს დისტანციურად და კურსის მიმდინარეობისას მაძიებელი მასწავლებელი მიღებულ დავალებებს ახორციელებს პრაქტიკაში.

პრაქტიკული კურსი მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც გამოუყოფს მხარდამჭერ (ტუტორ) გამოცდილ პედაგოგს, რომლის ვალდებულებაც იქნება დაეხმაროს მაძიებელს სკოლასთან ადაპტაციაში და პრაქტიკული დავალებების შესრულებაში.

არსებობს მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის გრძელი და მოკლე/ინტენსიური კურსი. მაძიებელ მასწავლებელს, შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი მათგანი. გრძელი კურსი გულისხმობს, მაქსიმუმ, ორ წელს, მოკლე/ინტენსიური კურსი - 4 თვიან პერიოდს.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი