უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 დეკემბერი, 2018 16:50
font-size

მთაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება ჩვენი ძალიან დიდი პრიორიტეტია - გიორგი ქობულია

„მთის განვითარება, მთაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება ჩვენი ძალიან დიდი პრიორიტეტია“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც „ექსპო-ჯორჯია“-ში გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. როგორც გამომსვლელების მხრიდან აღინიშნა, მთის საერთაშორისო დღის ერთ-ერთი მიზანი სწორედ სხვადასხვა ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობაა მთის განვითარების მიმართულებით.

ღონისძიებაზე საქართველოს მთის რეგიონები, სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა წარმოადგინეს, მათ სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რაჭის წარმომადგენელს, რაჭული ლორის მწარმოებელ როსტომ კობახიძეს გადასცა. როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, როსტომ კობახიძე არის ადამიანი, რომელმაც რაჭაში შექმნა ერთ-ერთი უნიკალური ქართული პროდუქტის საწარმო.

„ასეთი ტიპის საწარმო და ასეთი ტიპის პროდუქცია არის ის, რაც კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას უკეთებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ის მეტი გვჭირდება. დღესდღეობით, როგორც ვიცი, ჯერ წარმოება მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვისაა, მაგრამ უნდა დავეხმაროთ ბატონ როსტომს, რომ ექსპორტზე გავიდეს - სხვათაშორის, საწარმო არის გათვლილი 29 ტონა ღორის ხორცის დამუშავებაზე“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ 2002 წელი გამოცხადებულიყო, როგორც მთის საერთაშორისო წელი. ამავე წელს, შემუშავდა გაეროს რეზოლუცია, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი