უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 სექტემბერი, 2018 13:05
font-size

მთაწმინდის პარკში 29 სექტემბერს თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 29 სექტემბერს, 11 საათზე, მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალზე მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილე კომპანიებისგან განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება, ბავშვები კი სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთვებიან.

ფესტივალის აქტივობები განაწილებულია 6 ზონაში:

სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, სპორტულ წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს;

განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები;

ჯანმრთელობის ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან ბავშვთა კვების მწარმოებლები, ბავშვთა კლინიკები, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ები;
გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებსა და დაგეგმილ გასართობ აქტივობებს;

საბავშვო სტარტაპების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები.

კულტურული ზონა მოიცავს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებისა და სახელოვნებო სკოლების აღსაზრდელების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას, კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იქნება მუნიციპალური პროგრამები სპორტული, სახელოვნებო, საგანმანათლებლო მიმართულებით.ფესტივალის პარტნიორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, შესაბამისად, სტუმრებს დახვდებათ განსაკუთრებული შეთავაზებები საბავშვო წიგნებზე.

საბავშვო ფესტივალის მთავარ სცენაზე გაიმართება ჯგუფის - „არა“ და „Killages“-სკონცერტი.

ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია.

ფესტივალის წარმდგენია თი-ბი-სის #1 ბარათი.

რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია -ნინო ლომჯარია

15 ივნისი, 2019 , 15:02

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ლგბტ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიერ გუშინ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებუ

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია

15 ივნისი, 2019 , 14:19

14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალის Entrepreneur ივნისის ნომრისა და საიტის www.entrepreneur.ge  პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას სპოსნორობა პაშა ბანკმა გაუწია. პრეზენტაციას Entrepreneur-ის ამ დრომდე გა

საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის გამოფენისა და გამოსახვის წესები მოწესრიგდა

14 ივნისი, 2019 , 17:18

საქართველოს მთავრობის 14 ივნისის დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის გამოფენისა და გამოსახვის წესები მოწესრიგდა, - ამის შესახებ ჰერალდიკის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაცი

ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი თურქეთის უნივერსიტეტის პროფესორს მიენიჭა

14 ივნისი, 2019 , 17:03

„მოხარული ვარ, რომ ჩემი წიგნით - „საქართველოს პირველი წარმომადგენლობა ანკარაში და თურქულ-ქართული ურთიერთობები“ - ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის ერთ-ერთი ყ

თბილისის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს

14 ივნისი, 2019 , 16:26

დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“  წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს. ფესტივალის ფარგლებში თბილისის სხვადსხვა უბანში გაიმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

სკოლებში უსაფრთოების გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით, პოლონელ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

14 ივნისი, 2019 , 14:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონელ ექსპე

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!