უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 ივლისი, 2018 11:55
font-size

მთაწმინდის პარკთან უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

მთაწმინდის პარკთან უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ორი პირი რუსთავში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული მ.ზ. და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელის მოქალაქეს, 1948 წელს დაბადებულ ჯ. ჰ. კ.-ს თბილისში, ამაღლების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაწმინდის პარკში ამავალ საფეხმავლო ბილიკზე, მისთვის უცნობმა ორმა პირმა იარაღის მუქარით 200 აშშ დოლარი და 800 ლარი გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაზარალებულმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის შესახებ მიღებული შეტყობინებიდან რამდენიმე საათში დამნაშავეთა ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს და ორივე პირი დააკავეს.

ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

ბათუმის ყოფილ მერს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

27 იანვარი, 2020 , 14:30

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მერიის საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსს ერგასლან ლომაძეს კი წელიწადი და ექვსი თვე. უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა დაეკისრა. ფინანსთა

ღამის კლუბ `შავი ვარდის` მენეჯერი დააკავეს

27 იანვარი, 2020 , 11:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მ

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

27 იანვარი, 2020 , 11:15

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზაზა მურჯიკნელს ბრალი "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით დ

ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს

26 იანვარი, 2020 , 12:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რე

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი წაუყენეს

25 იანვარი, 2020 , 17:25

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი წაუყენეს. ზაზა მურჯიკნელს ბრალი სისხლის სამართლოს კოდექსის 109-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით (განზრახ მკვლელობა დანაშა

ჩემი საქმე არ არის ფიზიკური დაპირისპირება, ჩემი საქმე არის მათი მხილება- ლევან ხაბეიშვილი

25 იანვარი, 2020 , 17:20

თბილისის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოიკითხა. მისი ადვოკატის თქმით, გა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`