საზოგადოება


მთაწმინდის რაიონის გამგეობამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ლიფტი დაუმონტაჟა
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, ჭოველიძის ქ. №53-ში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, მაკა ნათელაურს, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ლიფტი დაუმონტაჟა. დასრულებული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, გელა არჩვაძემ მოადგილეებთან და თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, გიგა სოფრომაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო და აუცილებელი საქმე გაკეთდა, ვინაიდან მაკას, რომელიც არის საოცრად ნიჭიერი ადამიანი, დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა საშუალება დაუბრკოლებლად გადაადგილებულიყო და ეს პრობლემა ვრცელდებოდა მისი ოჯახის თითოეულ წევრზე. მე ვარ კმაყოფილი, რომ დღეს კიდევ ერთხელ შევხვდი მას და რაც მთავარია, მაკა თვითონ არის განხორციელებული სამუშაოებით კმაყოფილი. მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ამგვარი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს.“-გელა არჩვაძე.
პროექტი თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 32 026 ლარი შეადგინა, საიდანაც გამგეობამ ღირებულების 99%-ი, ხოლო ოჯახმა სიმბოლურად 1%-ი გადაიხადა.
საკვანძო სიტყვები:
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
10 აპრილი, 2021 , 10:40
უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები
9 აპრილი, 2021 , 14:40
ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე
9 აპრილი, 2021 , 14:40

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 12:45

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი
9 აპრილი, 2021 , 12:32

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62
9 აპრილი, 2021 , 11:20