უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 აპრილი, 2018 17:20
font-size

მთავარ პროკურატურაში ნორვეგიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურას ნორვეგიის სამეფოს გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს გენერალური მდივანი და სამართლის სფეროს წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მისი მოადგილე გიორგი გოგაძე და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყების თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრაზე დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ საქართველოს პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს, უწყების პრიორიტეტებს და განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ უწყებაში დანერგილი პროკურორთა შეფასების სისტემის და პროკურატურის თანამშრომლების როტაციის საკითხებით. საუბარი შეეხო აღდგენითი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებს, განხილული იქნა განრიდებისა და მედიაციის შედეგები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებაზე სრული მზაობა გამოხატეს.

საკვანძო სიტყვები:

მშვიდობაში მოახმაროთ ქურდი, რომელმაც გარკვეული ფინანსური დარღვევები ჩაიდინა ჩვენს პარტიაში - თორნიკე რიჟვაძე

17 ნოემბერი, 2018 , 17:45

„ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, ომარ მახარაძის მიერ მმართველი პარტიის დატოვებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მახარაძე მმართველი პარტიიდან 3 თვის წი

მე რომ ვყოფილიყავი ოჯახით, ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება, ამ ბრძოლაში არ წავსულიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა, რომელიც არის ძალიან დიდი ძალა, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა

მე ვერ მხედავთ? მგონი, ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია - სალომე ზურაბიშვილი ახალ ბილბორდებზე

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

„მგონი, ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ წინასაარჩევნო ბილბორდებზე დასმულ შეკითხვას. „მე ვერ

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. განცხადება საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშ

მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება - დავით სერგეენკო

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. მისი განმარტებით, სააგენტოს მთა

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ჰააგის სასამართლოზე სამართლებრივად, უბრალოდ ცდება სიმართლეს - ანა დოლიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები სცდება სიმართლეს. დოლიძის თქმით, მას არ ახსენდება, რომ ჰააგის სასამართლოში ჯა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`