უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ოქტომბერი, 2017 13:15
font-size

მთავარ პროკურატურაში სკოლის მოსწავლეებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესების თემაზე პროექტი დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებისთვის სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების თემაზე პროექტი დაიწყო.

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის მიზანს ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება წარმოადგენს. კონკურსში მონაწილე ჯგუფები „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ შეარჩია. მოსწავლეების თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროცესი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ეტაპობრივად განხორციელდება.

პირველ ეტაპზე სკოლის მოსწავლეებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს პროკურორები შეხვდებიან და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, სასამართლო პროცესების სპეციფიკას და ბრალდების მხარის როლს გააცნობენ. ასევე დეტალურად იქნება განხილული შესავალი და დასკვნითი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა.

პროექტის მეორე ეტაპზე, პროექტში მონაწილე 16 ჯგუფს პროკურორები ინდივიდუალურად შეხვდებიან და მოსწავლეებს პრაქტიკული კაზუსის მომზადებაში დაეხმარებიან.

მესამე ეტაპზე კი 8 იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება და ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე თითოეულ პროცესზე გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, ხოლო პროექტის გამარჯვებულ გუნდს და საუკეთესო ინდივიდუალურ მონაწილეს - ჟიური გამოავლენს.

საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება

19 სექტემბერი, 2018 , 17:55

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება. ამის შესახებ ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრისას გახდა ცნობილი. „წლის ბოლომდე შეზღუდ

ქართული ენის შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში უდიდესი საქმეა - მამუკა ბახტაძე

19 სექტემბერი, 2018 , 17:55

მეც მიცხოვრია საზღვარგარეთ და როცა შენი ქვეყნიდან მოშორებით ცხოვრობ, განსაკუთრებით ემოციურად აღიქვამ შენი ქვეყნის წარმატებასაც და განსაცდელსაც; ვფიქრობ, ყველა ქართველს ეს ემოცია აერთიანებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართვ

ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება - ეროვნული ბანკი

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც დეკლარირებული შემოსავლები აქვთ, სესხის აღების პროცესი მარტივდება. ამას საქართველოს ეროვნული ბანკის, მთავრობისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ოქტომბერში

„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის დაწყებას შეუწყობს ხელს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

19 სექტემბერი, 2018 , 16:00

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტისა და &bdq

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლექციების ციკლი - „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ ჩატარდება

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის ინიციატივით, 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში, სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით, ყოველი თვის ე

წყნეთში, ჭავჭავაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

ვაკის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. მათ შორის, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წყნეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ტერიტორიაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ უკვე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`