უკან

საზოგადოება

20 ივლისი, 2018 15:20
font-size

მთავარ პროკურატურასთან დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებულების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებულების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

მსჯავრდებულ ზურაბ ქუთელიას ოჯახი მოითხოვს, სააპელაციო სასამართლოში საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილება იქნას მიღებული და გამართლდეს მსჯავრდებული.

ადვოკატ, გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, დღევანდელი საპროტესტო აქციის მიზანია, ახლად დანიშნულმა მთავარმა პროკურორმა შეისწავლოს საქმე.

"ეს არის აბსოლუტურად წინა პროკურატურის მიერ შეკერილი საქმე. ბრალდების ფორმულირებაა ისეთი, თითქოს ზურაბ ქუთელია ბექა კირვალიძესთან ერთად მოელაპარაკა არტემ აგაჯანოვს დანაშაულის ჩასადენად. თუმცა, ამ დროს ბექა კირვალიძე სავარჯიშო დარბაზში იყო. ამასთან, გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომ კადრებში ჩანს პირი, რომელსაც ხელზე ტატუ აქვს. მაშინ, როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ტატუ არ აქვს. ამასთან, კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს ნიღაბი უკეთია. შესაბამისად, როსტომაშვილი თავდამსხმელს ვერ ამოიცნობდა", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ.

საპროტესტო აქციას შეუერთდა ასევე ბექა კირვალიძის დედა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები მსჯავრდებულისთვის ყაჩაღობის მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ ცემის მუხლით.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს პროკურატურის წარმომადგენელი შეხვდა, რომელიც მათ დაჰპირდა, რომ საქმის შესახებ ის პროკურატურის ხელმძღვანელობას მოახსენებს.

როგორ გეგმავდნენ ივანიშვილის ჩამოშორებას კვირიკაშვილი და ხაზარაძე – ვიდეო

19 იანვარი, 2019 , 12:40

ტელეკომპანია “რუსთავი2“- ის  დღევანდელ შაბათის კურიერში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ აპირებდნენ პრემიერი კვირიკაშვილი და ბანკირი ხაზარაძე ივანიშვილის გადაგდებას.

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

19 იანვარი, 2019 , 09:14

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში

სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში დახმარება არ გაუუქმდებათ

18 იანვარი, 2019 , 16:14

საქართველოს მთავრობის ინიციატივით სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეებს, სამსახურის დაწყების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ გაუუქმდებათ. მეორე წლის განმავლობაში კი, ყველა არამონეტარული შეღავა

ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლების დეცენტრალიზაციას - მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი, 2019 , 15:59

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების წარდგენისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სკოლების დეცენტრალიზაცია ყველა მიმართულებით და სა

აფეთქება არ დასტურდება - „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განმარტება გეთიას ქუჩაზე დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით

18 იანვარი, 2019 , 15:31

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 18 იანვარს გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე

აუცილებელია პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა - მიხეილ ბატიაშვილი

18 იანვარი, 2019 , 15:29

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულების პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროფესიაში შემოვიდნენ ახალი კადრები, მოხდეს ახალგა