უკან

პოლიტიკა

23 სექტემბერი, 2020 12:40
font-size

მთავარი არის, ეკონომიკური კატასტროფა როგორ დავძლიოთ და არა პრემიერობის კანდიდატები და ის, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს - სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, დღეს ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია და ამ დროს მთავარი დებატების თემა არა პრემიერობის კანდიდატები და თანამდებობები, არამედ ის გეგმა უნდა იყოს, რომლითაც პოლიტიკური ძალები გამოიყვანენ ქვეყანას ამ მძიმე ვითარებიდან.

მან „ევროპული საქართველოს“ მიერ დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

„მოდი, ასე დავსვათ კითხვა: გვინდა, რომ 100.000-ით მეტი ადამიანი დასაქმდეს? გვინდა, რომ თითოეულ ოჯახს მეტი ფული, მაგალითად, დამატებით 2000 ლარი გაუჩნდეს? გვინდა, რომ სიღარიბე შემცირდეს და 80 ათასი ბავშვი არ შიმშილობდეს, პენსიონერი წამალს და საკვებს უპრობლემოდ ყიდულობდეს? თუ გვინდა, ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა დავუსვათ კითხვა - რას გააკეთებენ ამის მისაღწევად, გეტყვით, „ევროპული საქართველო“ რას ვაპირებთ:

მკვეთრად დაწევა გადასახადების (საშემოსავლო, მოგება, ქონება, დღგ, აქციზი). მკვეთრად დაწევა ბიუროკრატიული და სამთავრობო ხარჯის, დაახლოებით 2 მილიარდი დაიზოგება.

მთავრობის ხელში არსებული ქონების მასიურად გასხვისება, რომ კერძო საკუთრებაში გადავიდეს მიწები და საწარმოები.

უაზრო და მავნებლური რეგულაციების გამარტივება და წურბელა მარეგულირებლების შეკვეცა.

აქტიურად მოზიდვა ინვესტიციების და ისეთი ტურისტული და სავაჭრო ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც წაახალისებს ექსპორტს და მეტი ფულის შემოსვლას (მაგ. ანაკლიის პორტის, ქუთაისის სატვირთო ტერმინალის და ა.შ.)

დაგროვებითი საპენსიო ფონდის ნებაყოფლობითობა, ინვესტიციების დაცვა კერძო საერთაშორისო არბიტრაჟით და დამოუკიდებელი სასამართლოთი, რომელშიც ნაფიცი მსაჯულები და ზედა ინსტანციაში ამერიკელი მოსამართლეები იქნებიან.

მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც მეტი ფული და თავისუფლება ექნება ხალხს, ხოლო ნაკლები რესურსი და კონტროლი მთავრობას.

ეს მხოლოდ ნაწილია, მაგრამ ამის გარეშე, არაფერი გამოვა, უბრალოდ არაფერი და ახლა რა კატასტროფაშიც ვართ, ამაზე მძიმეში აღმოვჩნდებით“, -აცხადებს სერგი კაპანაძე.

არ მივცემთ 21-ე საუკუნის ფეოდალს იმის საშუალებას, რომ ეს ქვეყანა მიიტაცოს - ზაალ უდუმაშვილი

29 ოქტომბერი, 2020 , 18:39

ყველა ვხედავთ, როგორ ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ასე იყო ნაშენები წლების განმავლობაში. ეს იმიტომ, რომ ერთმა კაცმა სახელმწიფოს მიტაცება გადაწყვიტა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილე

კობიაშვილი, სუბარი, ქადაგიშვილი - თუ რომელიმე ვერ მოიგებს, წავალ პოლიტიკიდან - ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია მთავარ არხს გაყალბებული მონაცემების გაშუქებაში ადანაშაულებს. საუბარია იფსოსის კვლევის შედეგებზე, რომელსაც კობახიძე არ ცნობს და მორიგ ტყუილს

მზად ვართ ეკონომიკური, კრიმინოგენული და კორონა კოლაფსიდან ქვეყანა ვიხსნათ - გიორგი ვაშაძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:25

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და მხარდაჭერებს სამომავლო გეგმებსა და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ვაშაძის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის აღმშენ

გიორგი გახარია - არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას

29 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა და ყველა უნდა შევეგუოთ, იმ გამოწვევების პირობებშიც, როგორიც არის პანდემია, ვირუსი, როდესაც ჩვენ კამპანიის ჩატარებაც გვიწევს პირბადეებით, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ და გავია

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით დესტრუქციული გეგმები აქვს

29 ოქტომბერი, 2020 , 13:45

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით დესტრუქციული გეგმები აქვს. კობახიძის თქმით, მათ შორის იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმო

მინდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდო მეტი პასუხისმგებლობისკენ, ერთად დავიცვათ წესები - გიორგი გახარია

29 ოქტომბერი, 2020 , 10:55

როგორც ყველანი ერთად თვალყურს ვადევნებთ, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით, ეს აშკარაა და სახეზეა ევროპაში. ჩვენთანაც, ქვეყანაში, სამწუხაროდ ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ყველას მოგეხ