უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 ივნისი, 2020 15:34
font-size

`მთავარი არხის` რესპონდენტების წინააღმდეგ სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

"მთავარი არხის" რესპონდენტების წინააღმდეგ გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უკვე სამი საათია კითხავენ მარნეულის მცხოვრებლებს, არკინაზ გულიევასა და ზანურა თალიბოვას, რომლებიც კორონა ვირუსის დიაგნოზით ვაჭრობის საქმეზე, ჩვენს სიუჟეტში ღიად ალაპარაკდნენ.

ლილუაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. საქმის წარმოება კი კორონა ვირუსის შესახებ "ცრუ შეტყობინების" გაგზავნის დროს დაიწყო "მთავარის" ეთერში ზემოთაღნიშნული სიუჟეტის გასვლამდე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ გამორიცხავენ ამ საქმეზე "მთავარი არხის" ჟურნალისტების დაბარებასაც, მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეს "შაბათის მთავარის" ავტორი და წამყვანი მიშა სესიაშილი. შეგახსენებთ, რომ სწორედ მის ეთერში გავიდა ხმაურიანი სიუჟეტი 20 მაისს.

გამორიცხული არ არის, რომ სუს-მა "მთავარი არხის" რესპონდენტები დააპატიმროს. ცნობილი გახდა, რომ ეს ძიება დაწყებულია "მთავარი არხის" რეპორტაჟის ეთერში გასვლამდე და ეს ორი ადამიანი, სწორედ წინა საქმის ფარგლებში არიან დაბარებული. საბოტაჟის ბრალდება 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ქართულ ოცნებაში" არავინ ელოდება გამოძიების დასრულებას და ამბობენ, რომ ყველაფერი "მთავარის" სარედაქციო ჯგუფია დამნაშავე.

„სულ გაგიჟდა "მთავარი არხი", ისეთ რაღაცეებს აშუქებს. ამას არ ჰქვია ფეიკი, ამას ჰქვია მიზანმიმართული დარტყმა სიმართლეზე, სახელმწიფოზე და საქართველოს წარმატებაზე, რომელსაც ჰქვია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი მენეჯმენტი. სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ წარმატებაზე ახორციელებს დარტყმას,“ - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

შეკითხვები ბევრი აქვთ სამოქალაქო სექტორში, მათ შორის, სახალხო დამცველს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში სუს-ში იბარებენ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობენ. ეს უკანასკნელნი კი სუს-ში გამოკითხვის შემდეგ ჩუმდებიან. სამოქალაქო სექტორის აზრით, ეს ნიშნავს პოლიტიკურ ზეწოლას და წინასაარჩევნოდ მშვიდი ფონის შექმნას რეგიონში, რომელიც ხელისუფლებისთვის ხმების მოსაზიდად ყველაზე მსუყე ლუკმაა.

„ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეხმაურება ხოლმე სუს-ი, როდესაც რაიმე სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებას ან სამართალდარღვევას აქვს ადგილი, საქმეში ერთვება სუს-ი. რაც, ვფიქრობთ, შეიძლება ადგილობრივების მხრიდან აღქმული იყოს მათ მიმართ გარკვეული ზეწოლის განხორციელების მცდელობას,“ - ამბობს სახალხო დამცველი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის გურამ იმნაძის თქმით, სახელმწიფო კონფლიქტებს მუდმივად ხედავს უსაფრთხოების თვალით, რასაც სუს-ის კომპეტენციის ზრდა მოჰყვება.

„ამ შემთხვევაშიც უნდა ითქვა, რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფოს არ აქვს პოზიტიური დღის წესრიგი,“ - ამბობს იგი.

"მთავარი არხი" იმედს გამოთქვამს, რომ რესპონდენტები, რომლებიც ახლა იკითხებიან სუს-ის შენობაში, გამოკითხვის შემდეგ კვლავ ხმამაღლა განაგრძობენ საუბარს.

უნდა აღინიშნოს, რომ მარნეული არ ყოფილა ერთადერთი რეგიონი, სადაც ყალბი კოვიდ დიაგნოზების თემაზე მოსახლეობა ლაპარაკობს.

წყარო

გიგი უგულავა უდუმაშვილს - ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, ძვირფასო მეგობარო, სანდრა რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა

24 სექტემბერი, 2020 , 11:15

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა "ენმ"-ს მიერ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად ექიმ მალხაზ ჯალაღონიას წარდგენას ეხმაურება. უგულავა ზაალ უდუმაშვილს მიმართავს. "ზუგდიდი ირჩევს

ექიმი ვახტანგ ყიფიანი ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია - ლევან კობერიძე

23 სექტემბერი, 2020 , 15:55

“დღეს ჩვენი კოლეგა ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია“- „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე ექიმ ვახტანგ ყიფიანის დაპატიმ

გახარიასა და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის საუბრის მთავარი ლეიტმოტივი იყო - არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება - რომან გოცირიძე

23 სექტემბერი, 2020 , 15:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველის საუბრის მთავარი ლეიტმოტივი იყო -არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომ

მიშამ დაიწყო სინგაპურის მოდელით, ესენი საჩხერის მოდელზე გადავიდნენ - დავით ჭიჭინაძე

23 სექტემბერი, 2020 , 10:20

“მიშამ დაიწყო სინგაპურის მოდელით, ესენი საჩხერის მოდელზე გადავიდნენ. შუაში შეკვეთილი მაინც გაევლოთ, იქ აუზი მაინცაა თანამედროვე და საკონცერტო დარბაზი“, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“

სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია თუ არა ის, რომ მას ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა სურს - თენგიზ ომანაძე

22 სექტემბერი, 2020 , 15:40

სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია თუ არა ის, რომ მას ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა სურს, - ასე გამოეხმაურა „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კან

მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სადაც მისი მობილური ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.