უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ივლისი, 2018 11:55
font-size

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს შერჩევის წესის ხარვეზიანობასა და პროცესის ლეგიტიმაციის ხარისხის პრობლემას - არასამთავრობოები

9 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორობსიო კანდიდატად შალვა თადუმაძის შერჩევას და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეცვალოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი ახალი კონსტიტუციური მოდელის შესაბამისად, რათა ეს პროცესი თავისუფალი იყოს პოლიტიკური ზეგავლენისგან.

„განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, დღეს გამართულ საპროკურორო საბჭოს სხდომას და კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ აუცილებელია პროცესი შეჩერდეს კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედებამდე.

მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ, საპროკურორო საბჭოს კანდიდატებს წარუდგენს იუსტიციის მინისტრი. მინისტრი ასევე გვევლინება საბჭოს თავმჯდომარედ. საბჭოს წევრები არიან პარლამენტარები და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არჩეული 2 არაპროკურორი წევრი. ამ რეჟიმში, საბჭო ვერ უზრუნველყოფს, მთავარი პროკურორის კანდიდატად პიოლიტიკურად ნეიტრალური პირის შერჩევას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს განვითარებული მოვლენებით.

მთავარი პროკურორის შერჩევის მიმდინარე პროცესმა საწყისი ეტაპიდანვე არაერთი კითხვა გააჩინა, მათ შორის, კონსულტაციების ეტაპთან დაკავშირებით. კონსულტაციებისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებმა (მინისტრის მოადგილემ) დაასახელა. დასახელებულ სამ კანდიდატს შორის აღმოჩნდა მოქმედ იუსტიციის მინისტრთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირი, რამაც ამ პროცესში ინტერესთა კონფლიქტის რისკები დამატებით გამოკვეთა. საპროკურორო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება სწორედ ამ კანდიდატის სასარგებლოდ მიიღო. საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის მხრიდან გაკეთებული განმარტება, რომ ის არ მიიღებდა მონაწილეობას კანდიდატურების კენჭისყრაში, კიდევ ერთხელ მიუთითებს კანდიდატურების დასახელების ეტაპზე ინტერესთა კონფლიქტის არსებობის პრობლემაზე. ამ ფონზე, საპროკურორო საბჭომ მხარი არ დაუჭირა პროცესში გამჭვირვალობის ელემენტის შეტანის სურვილს და კანდიდატებთან გასაუბრება დახურულ ფორმატში წარმართა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება, რის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება საპროკურორო საბჭომ.

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ამ დრომდე განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს მთავარი პროკურორის შერჩევის წესის ხარვეზიანობასა და პროცესის ლეგიტიმაციის ხარისხის პრობლემას, რაც შესაბამისად აისახება ამ გზით არჩეული მომავალი მთავარი პროკურორისა და პროკურატურის სისტემის მიმართ ნდობაზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მოქმედი წესით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცესი და უზრუნველყოს გენერალური პროკურორის არჩევა ახალი კონსტიტუციური მოდელის შესაბამისად, რომელიც გამორიცხავს ამ პროცესში პოლიტიკურ მონაწილეობას და ზრდის ამ თანამდებობაზე პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი პირის არჩევის შესაძლებლობას“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ღია საზოგადოების ფონდი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. განცხადება საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშ

მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება - დავით სერგეენკო

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. მისი განმარტებით, სააგენტოს მთა

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ჰააგის სასამართლოზე სამართლებრივად, უბრალოდ ცდება სიმართლეს - ანა დოლიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები სცდება სიმართლეს. დოლიძის თქმით, მას არ ახსენდება, რომ ჰააგის სასამართლოში ჯა

თქვენი იუსტიციის მინისტრი გაათავისუფლეთ თანამდებობიდან, ხომ არ შეიძლება, ქვეყნის წინააღმდეგ საკუთარი იუსტიციის სამინისტრო მოქმედებდეს - გიორგი ვაშაძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:35

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ აგვისტოს ომსა და ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადებებს

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გავაცანი ჩემი ოჯახის მიმართ მუქარა, ეს ჩემს ქალიშვილსაც ეხება, რომელიც ამერიკის მოქალაქეა - სალომე ზურაბიშვილი

16 ნოემბერი, 2018 , 15:40

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ საარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. ამას

სასამართლოს მიერ ლევან მურუსიძის სარჩელის დაკმაყოფილება დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობას საფრთხეს უქმნის - IDFI

16 ნოემბერი, 2018 , 14:45

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობას საფრთხეს უქმნის. საუბარია თბილისის საქალაქო სასამარ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`