პოლიტიკა
მთავარია არა ის, სად დგანან ადამიანები, არამედ ის, თუ რაზე ესაუბრებიან ერთმანეთს, თუ საერთოდ ესაუბრებიან - ეკა მიშველაძე ქუმსიშვილი-მედვედევის ფოტოზე
პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის შეფასებით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ერთობლივი ფოტოს განხილვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოვალეობაში არ შედის.
„ზოგადად, პირადად ჩემი აზრია, რომ ეს შეკითხვა ჩვენთვის არ უნდა დაგესვათ. თუმცა, მთავარი არ არის, სად დგანან ადამიანები, არამედ ის, თუ რაზე ესაუბრებიან ერთმანეთს, თუ საერთოდ ესაუბრებიან. ეს არის ჩემი პასუხი“, - უპასუხა მიშველაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რამდენად იყო მორალურად გამართლებული ქუმსიშვილის გვერდით დგომა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ფოტოს გადაღებისას.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სამიტზე ქუმსიშვილს სამიტზე დამსწრე სხვა ლიდერებთან, მათ შორის დიმიტრი მედვედევთან ერთად ფოტო გადაუღეს. საზოგადოების უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ქუმსიშვილი და მედვედევი გვერდი-გვერდ იდგნენ.
როგორც შემდგომში ფინანსთა მინისტრმა ახსნა, არანაირი შეხვედრა მედვედევთან არ ყოფილა, ხოლო რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ფოტოპროტოკოლის შესრულებისას დააყენას.
ანა მებურიშვილი