უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 ნოემბერი, 2016 13:40
font-size

მთავარია მთავრობამ ხარჯები შეამციროს - გია ჯანდიერი

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გია ჯანდიერი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ჯანდიერი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შეამციროს და ბაზარზე არსებული მონეტარული დისციპლინა აკონტროლოს.

,,ჩემი აზრით, ასეთი ჩარევები არაფერ სიკეთეს არ მოიტანს, მთავარია მთავრობამ ხარჯები შეამციროს და არა - გადაიტანოს ერთი მუხლიდან მეორეში. იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა ბევრს ხარჯავს.

რაც შეეხება რეგულირების შემოღებას, რომელსაც დაგვპირდა ასევე პრემიერ-მინისტრი, რომ რეგულირებებით მოახდენენ ლარის გამყარებას, ეს პირდაპირი ნაბიჯი იქნება საქართველოში ,,შავი ბაზრის’’ შემოღების საქართველოში, რომლის ნიშნები უკვე არსებობს, ბოლო რამდენიმე კვირაა.

ასე ხდება, რომ შაბათ-კვირას დოლარის კურსი უფრო მაღალია გამოცხადებული, ვიდრე სინამდვილეში ბაზარზე ხდებოდა. ამიტომ, პირველ რიგში მთავრობამ უნდა მიხედოს ფისკალურ და მონეტარულ დისციპლინას’’, - განუცხადა გია ჯანდიერმა ჟურნალისტებს.

ნინო ექვთიმიშვილი

ეროვნული ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

15 თებერვალი, 2019 , 17:00

დღეს, 15 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6414 შეადგინა.

სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია

15 თებერვალი, 2019 , 16:40

„სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მ

„ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

15 თებერვალი, 2019 , 16:10

სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმ

TBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა - აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა

15 თებერვალი, 2019 , 15:49

ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის აქციები უფასურდება. ამ დროისთვის TBC-ის ერთი აქციის ღირებულებაა 13.34 გირვანქა სტერლინგია, რაც 2016 წლის 2 დეკემბრის შემდეგ, მინიმალურ ფასია. ბოლო 24 საათში TBC-ის 

იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ დოლარი შეადგინა

15 თებერვალი, 2019 , 15:45

2019 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.7 მლნ აშშ დოლარი (308.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.1 პროცენტით (5.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართვ

საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ

15 თებერვალი, 2019 , 13:35

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, დეველოპერულ კომპანია რედკოსთან და სამშენებლო კომპანია ანაგთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს წამყვანი ბანკის მხრიდან აღნიშნულ კომპანიებთ