უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 თებერვალი, 2017 18:40
font-size

მთავარმა პროკურატურამ დაკავებული დეკანოზი და მისი ადვოკატი გაუთქმელობის ვალდებულებისაგან უნდა გაათავისუფლოს

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, გაანთავისუფლოს დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატი გაუთქმელობის ხელწერილის ვალდებულეებისაგან და მისცეს მხარეს საშუალება, ეფექტურად გამოიყენოს დაცვის მექანიზმი.

როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს, ასევე მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინა, რის გამოც ამ ეტაპზე საზოგადოებისათვის უცნობია დაკავებულის პოზიცია. ამავე დროს, მედიაში ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები პროკურატურის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა დეკანოზი მკვლელობას ამზადებდა. სამწუხაროა, რომ ბრალდების დრამატიზებას ხელი შეუწყო მთავრობისა და პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა, თითქოსდა მზადდებოდა და აღიკვეთა თავდასხმა კათოლიკოს-პატრიარქზე.

მთავარი პროკურატურა არ აკონკრეტებს, თუ ვის მკვლელობას ამზადებდა დაკავებული, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, მედიისთვის აზუსტებს თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ნახსენები იყო მაღალი იერარქიის სასულიერო პირი. დაზუსტებული ინფორმაციით, საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი და მით უფრო - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. პროკურატურა საუბრობს „ერთ-ერთ პირზე“, რომელსაც როგორც ჩანს, საერთოდ არა აქვს სასულიერო წოდება.

ასეთ ვითარებაში, დაცვის მხარის იძულებითმა დუმილმა შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს საზოგადოების წინასწარი აზრის ფორმირებაზე და საფრთხე შეუქმნას სამართლიან და მიუკერძოებელ სამართალწარმოებას აღნიშნულ საქმეზე.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ გაუთქმელობის ხელწერილი გულისხმობს საქმის შინაარსის გაუთქმელობას და არა ბრალდებაზე დუმილს.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურა ცალმხრივად აგრძელებს საქმის დეტალების გახმაურებას. საჯარო განცხადებებს აკეთებენ საქმეზე დაკითხული მოწმეები, რომლებიც რეალურად ამყარებენ პროკურატურის ვერსიას. ამ დროს, დაცვის მხარეს ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობის ხელწერილზე, რომლის დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. ამ მიზნით ის უფლებამოსილია, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

აღნიშნული მუხლის ინტერესია, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო, რათა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების გზით, საფრთხე არ შეექმნას პროცესის მონაწილე პირებს და მტკიცებულებებს, არ მიიმალონ დანაშაულის ჩამდენი პირები ა.შ.

ასეთ შემთხვევაში პროკურატურა ვალდებულია, თავადაც დაიცვას ინფორმაცია გახმაურებისაგან. გაუთქმელობის ხელწერილი არ უნდა აყენებდეს არათანაბარ მდგომარეობაში მხარეებს და არ უნდა აყენებდეს ეჭვქვეშ მიუკერძოებელ სამართალწარმოებას. ამავე დროს, პროკურატურამ უნდა გაათავისუფლოს დაკავებული და მისი დამცველი გაუთქმელობის ვალდებულებისაგან და განუმარტოს საზოგადოებას, თუ რა მიზნით დაეკისრა მხოლოდ ერთ მხარეს ეს ვალდებულება.

საკვანძო სიტყვები:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტებზე 36 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მეწარმე სუბიექტების მიერ სახელმწი

წელს უკანონო ბრუნვიდან 25 კილოგრამი ჰეროინია ამოღებული და 143 ნარკორეალიზატორია დაკავებული

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

შინაგან საქმეთა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს, ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე

მთავრობამ უნდა შეუწყოს ხელი სამამულო წარმოების არგაჩერებას - ზაქარია ქუცნაშვილი „ომეგა ჯგუფზე“

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ფინანსთა მინისტრს მოუწოდა, გადაამოწმოს ინფორმაცია „ომეგა ჯგუფის“ დავალიანების შესახებ. დეპუტატის თქმით, უმჯობესია, მთავრობამ და კომპანიამ მოილაპარაკონ დავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.მ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკ

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

18 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე

პროკურატურამ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

19 სექტემბერი, 2018 , 15:05

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`