უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 იანვარი, 2018 14:40
font-size

მთავარმა პროკურატურამ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წუხელ წყნეთის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადება გაავრცელა.

,,საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო გამოძიება პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურატურის თანამშრომლის შეტყობინება, რომ 23 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მოქალაქემ, რომელიც გადაადგილდებოდა ტაქსით, გზის ვიწრო მონაკვეთზე უპირატესი გავლის მოთხოვნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კუთვნილი ავტომანქანით მოძრავ პროკურატურის თანამშრომელს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი არ უკავშირდება პროკურატურის თანამშრომლის პროფესიულ საქმიანობას, ამასთანავე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის ინფორმაციაში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „მეტალინვესტის“ საქმიდან მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის აცილებაზე სასამართლოს მიმართავს

19 თებერვალი, 2019 , 16:40

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კიდევ ერთი მსხვილი ქართული ბიზნეს-კომპანია „მეტალინვესტის“ გაკოტრების საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის, თეა ძ

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კონკურსი ხელოვნურად შეაყოვნა - ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

19 თებერვალი, 2019 , 16:25

უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების გადადების გამო, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს ქვედა ინსტანციებში მოსამართლეთა კონკურსი ხელოვნურად შეაყოვნა ,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნა

ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებელთა გადამზადება იწყება

19 თებერვალი, 2019 , 15:50

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისტემური განახლების ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, გამომძიებელთა გადამზადება იწყება. სპეციალური ტრენინგ-პროგრამა ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტ

რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

19 თებერვალი, 2019 , 10:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1999 წელს დ

ქობულეთში ცხაურების ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

19 თებერვალი, 2019 , 10:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული

იუსტიციის საბჭოს სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს (ვიდეო)

18 თებერვალი, 2019 , 17:56

იუსტიციის საბჭოს სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. მოსამარეთლე წევრები "შაბათის კურიერში" გასულმა სიუჟეტმა გააღიზიანა, სადაც მოსამართლეების ძვირათღირებულ სახლებზე იყო საუბარი. მოსამართლეები არამოსამართლე წევრებს