უკან
უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
20 ივნისი, 2018 14:25
მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის გაზრდას გეგმავს
საქართველოს მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის გაზრდას გეგმავს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
„გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის დაგეგმილია პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით დაახლოებით 400 მილიონი ლარი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.