უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
- 19.04.2024 15:1420-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
- 19.04.2024 15:06ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა
- 19.04.2024 14:26ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი
- 19.04.2024 12:33პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
არქივი
პოლიტიკა
მთავრობა აპირებს, რომ ნამდვილად გადადგას ნაბიჯები კონკურენციის შესაზღუდად და ავიაკომპანია Wizz Air-ის საზარალოდ - გიორგი კანდელაკი
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივნის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ხელისუფლება აპირებს, გადადგას ნაბიჯები ავიაკომპანია Wizz Air-ის საზარალოდ.
კანდელაკმა მთავრობის მხრიდან Wizz Air-ის მიმართ კონკურენციის მიზნით განხორციელებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.
დეპუტატმა მოითხოვა, მთავრობამ ამ განზრახვისგან ხელი აიღოს.
„სულ რამდენიმე ხნის წინ ეკონომიკის მინისტრის მითითებით, გაჭიანურდა ავიაკომპანია Wizz Air-სთვის ზამთრის განრიგის დამტკიცება. შემდეგ ეს განრიგი დამტკიცდა და საკითხი გადაიდო არჩევნების შემდეგ და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობა აპირებს, რომ ნამდვილად გადადგას ნაბიჯები კონკურენციის შესაზღუდად და ავიაკომპანია Wizz Air-ის საზარალოდ. ეს აეროპორტი არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მაცოცხლებელი წყარო საქართველოს და კერძოდ, ქუთაისის ეკონომიკისა და ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ჯერ კიდევ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, რომ ხელი აიღონ ყოველგვარი მსგავსი განზრახვისგან“, - თქვა კანდელაკმა.