უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 ივლისი, 2018 16:15
font-size

მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ხელს შეუწყობს უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის დანერგვას

მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ხელს შეუწყობს უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის დანერგვას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვილისას.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს.

„მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ხელს შეუწყობს უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის დანერგვას. ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, მათ შორის მეზობელ ქვეყანებში, აღარ ვსაუბრობ უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სხვა განვითარებულ ბაზრებთან შედარებით. ეს რეფორმა განსახორციელებელია ძალიან მოკლე ვადებში და ჩვენ ამას სწორედ ასე გავაკეთებთ.

მომზადებულია და უახლოეს მომავალში საკონსულტაციოდ წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც საერთო სასამართლოების სისტემაში ჩამოყალიბდება კომერციული პალატები. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ვერც ერთ ეკონომიკურ რეფორმას ვერ ექნება სრულფასოვანი ეფექტი, თუ ჩვენ ამ მიმართულებაში არ განვახორციელეთ ძირეული რეფორმა. ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რაც შეიძლება მოკლე დრო იხარჯებოდეს მსგავსი ტიპის დავებზე. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ დავებზე ბიზნესუბიექტებს შორის, არამედ ამავე დროს ვგულისხმობ დავებს საგადასახადო ორგანოებსა და კერო სექტორს შორის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი, ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ საერთაშორისო აეროპორტებსაც - ნათია თურნავა

2 ივნისი, 2020 , 17:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. ეკონომიკის სამინისტროს ინფ

აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია, პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ივანე მაჭავარიანი

2 ივნისი, 2020 , 17:15

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკთან

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 ივნისი, 2020 , 14:50

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 2 ივ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 ივნისი, 2020 , 14:40

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერცი

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანიები ექსპორტს ზრდიან

2 ივნისი, 2020 , 13:53

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანიები „გლენბერი“ და „მაგალ“ კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდომარეობის მიუხედავად, საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ზრდიან. კომპანიის მფლობელი ისრაელის

საქართველოში ტურიზმი ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გაიხსნება - მაია ცქიტიშვილი

2 ივნისი, 2020 , 12:35

ჩვენთვის აუცილებელია ეკონომიკის ყველა სექტორის, მათ შორის ტურიზმის აღდგენა, მაგრამ საჭიროა ტურიზმი აღდგეს ფრთხილად, გონივრულად, თანმიმდევრულად და ისეთი ტემპით, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და რეგულაც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!