უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

28 ოქტომბერი, 2016 16:50
font-size

მთავრობა ეწევა დაუგეგმავ ხარჯებს და შემდეგ იგი აწვება ლარს - რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოციძის თქმით, ის განცხადებები თითქოსდა და ბიუჯეტი არ ახდენდეს გავლენას ლარზე, არის არასწორი.

,,დღეისათვის ბიუჯეტში გარდა საგადასახადო შემოსავლებისა ფაქტობრივად, დანაკლისი სახით შემოდის ბიუჯეტის ყველა წყარო.დანაკლისია არასაგადასახადო შემოსავლებში, დანაკლისია გრანტებში, არ შემოდის უცხოური კრედიტები, დონორი ორგანიზაციები არ რიცხავენ ფულს იმის გამო, რომ მთავრობა არ ასრულებს მასზე ნაკისრ ვალდებულებებს. ამიტომ, ბიუჯეტი იძულებულია, ხარჯოს ფული ძველი ნაშთებიდან.

დღეისათვის დახარჯულია 270 მილიონი ლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ეწევა დაუგეგმავ ხარჯებს და შემდეგ იგი აწვება ლარს’’, - აღნიშნა რომან გოცირიზემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, დღეისათვის გამოჩნდა ახალი ტენდენცია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობა არღვევს კანონს ბიუჯეტის შესახებ.

,,ჩვენი ბიუჯეტით შიდა ვალი განსაზღვრულია 200 მილიონი ლარის ოდენობით. მთავრობამ დღეს უკვე სახაზინო ვალდებულებების ემისიით აიღო 290 მილიონი ლარი. ანუ ფაქტობრივად, 90 მილიონი არის უკანონო ხარჯი, რომელიც იქნება გაწეული ბიუჯეტიდან. დღეს ვხედავთ რეალურ დისბალანსს, რომელიც არღვევს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ქმნის არაჯანსაღ ვითარებას სავალუტო ბაზარზე’’, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა ლართან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებისა.

,,გადააბრალეს ე.წ. ერთ ტრანზაქციას, რომელშიც იგულისხმება თიბისი ბანკის მიერ ბანკი ,,რესპუბლიკის’’ შესყიდვა. თიბისი ბანკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციები იყო გეგმიური, იყო მეთოდურად გაწერილი და მათ არსებითი გავლენა არ მოუხდენია ლარის კურსზე. მეტი რა უნდა თქვას კომერციულმა ბანკმა, ხომ არ დაუპირისპირდება მთავრობას და ეროვნულ ბანკს?

ჩვენი ეკონომიკა არის დოლარიზებული და ბანკების აქტივების 70 % როგორც ანაბრების ასევე სესხების, არის დოლარებში. მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა კი წარმოადგინა ისე, თითქოსდა 100 მლ დოლარი, რომელიც უნდა გადაეხადა თიბისი ბანკს ,,რესპუბლიკისათვის’’ თითქოს ეს 250 ათასი ლარი დასაწყობებული აქვს თიბისი ბანკს, გამოდის და ბირჟაზე ყიდულობს დოლარებს. არ არის ასე. მას გაცილებით ნაკლები უცხოური ვალუტის შესყიდვა მოუწია თავისი ვალდებულებების გასასტუმრებლად, ვინაიდან მას ჰქონდა უცხოურ ვალუტაში აქტივები. 100 მილიონიც რომ ეყიდა თიბისი-ს სავალუტო ბირჟაზე, ეროვნულმა ბანკმა თვენახევრის განმავლობაში გაყიდა 180 მილიონი დოლარი. ფაქტობრივად, ეს იყო კურსის ფიქსაცია წინასაარჩევნოდ და ამაში გამოიყენეს საბაბად თიბისი ბანკსა და ბან ,,რესპუბლიკას’’ შორის წარმოებული გარიგება. კურსის დაჭერა მაინც ვერ მოახერხეს. თვენახევრის წინ იყო 2,30 და ახლა 2,40-ია. არავინ არ იცის, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ რა შედეგს მივიღებთ’’, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა - ნათია თურნავა

22 მაისი, 2020 , 18:27

„ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1916 ლარი გახდა

22 მაისი, 2020 , 17:36

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1916 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა: პანდემიის პირობებში ეკონომიკის განახლებისთვის მნიშვნელოვანია პრიორიტეტების შერჩევა

22 მაისი, 2020 , 14:23

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, კორონავირუსის გამო დაწესებული   შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, შექმნილ ვითარებაზე მორგებული სპეციალური გეგმით მოქმედებას იწყებს. ბიზნესპალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, პან

საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს

22 მაისი, 2020 , 12:55

დღეს, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებებით: - 70 მილიონი ევრო გათვალისწინებუ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1920 ლარი გახდა

21 მაისი, 2020 , 17:48

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1920 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2012 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 91 მლნ ევროზე მეტი გამოუყო

21 მაისი, 2020 , 17:43

საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის დღეს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივა