უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 დეკემბერი, 2016 13:40
font-size

მთავრობა განათლების რეფორმას იწყებს

საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი-განათლების რეფორმა იწყება. რეფორმის პრეზენტაციას, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების დამსწრეთ- პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მათ, როგორც რეფორმის მონაწილეებს, წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, განათლების რეფორმა მთლიანად ორიენტირებულია ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე.

"განათლება არის თავი და თავი განვითარებისა და პროგრესის. განათლების სისტემის მნიშვნელოვანი განვითარების გარეშე პროგრესი ქვეყანაში არ გვექნება. 100 პროცენტი იმ პრობლემების გადაჭრისა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, არის განათლების სისტემაში. სწორედ ამიტომ, ოთხპუნქტიანი გეგმის ნომერ პირველ პრიორიტეტად დასახლებულია განათლების სიტემის განვითარება და რეფორმა. განათლების სისტემა უნდა იყოს დაფუძნებული პროგრესზე, განვითარებაზე, თავისუფალი და ბედნიერი მოქალაქის მიზანზე. მინდა, მთელი მთავრობის სახელით და არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთელი ჩვენი პოლიტიკური და საპარლამენტო გუნდის სახელითაც გამოვთქვა სრული მხარდაჭერა იმ რეფორმის, რომელიც წამოვიწყეთ. ვუსურვებ წარმატებას მინისტრს! სანდრო არის ადამიანი, რომელიც დარმწუნებული ვარ, რომ წარმატებით გაართმევს თავს ამ უმნიშვნელოვანეს ამოცანას და განათლების სისტემა, რომელსაც შევქმნით, იქნება დაფუძნებული უახლეს ტექნოლოგიებზე, საქართველოს რეგიონებში მაღალი ხარისხის განათლების წვდომაზე, მასწავლებლის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე,"-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მთავრობის ამბიციურ გეგმას- საქართველო გახდეს უმაღლესი განათლების, მეცნიერების და კვლევის ცენტრი რეგიონში. მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ამ გეგმას წარმატებით განახორციელებს. მისივე თქმით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი თვისობრივად შეცვლის ქვეყანაში განათლების შესაძლებლობებს.

"ჩვენ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება პროფესიული განათლებისადმი და მსოფლიოში საუკეთესო დუალური განათლების მოდელი ავირჩიეთ. უმაღლესი განათლება იქნება ორიენტირებული სწრაფი განვითარების მოთხოვნებზე. საქართველო გახდება მეცნიერების, კვლევის და განათლების რეგიონული ჰაბი და ჩვენ ამის ყველანაირი პოტენციალი გაგვაჩნია. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი, ვფიქრობ, რომ თვისობრივად შეცვლის ქვეყანაში განათლების შესაძლებლობებს და იქნება მართლაც რევოლუციური გარღვევა ამ მიმართულებით. ჩვენ გაგვაჩნია საუკეთესი პედაგოგიური პოტენციალი და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ მისხალს ამ შესაძლებლობების, მივმართავთ სწორი მიმართულებით. ეს არის ჩვენი ამოცანა და რა თქმა უნდა, "ტალანტის გადინება" ქვეყნიდან ამ ძალისხმევის შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვლება, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ბევრი "ტალანტის შემოდინებაც" იქნება აუცილებელი,”-აღნიშნა პრემიერმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ განათლების რეფორმა ფუნდამენტურად შეცვლის რეალობას და განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს.

"მინდა, წარმატება გისურვოთ ყველას! დარწმუნებული ვარ, ამ რეფორმის შედეგად საფუძველს ვუყრით ძალიან მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს ქვეყანაში, რომელიც დიდ სიკეთეს მოიტანს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. იგი მოიტანს თავისუფლებას, პროგრესს და სწრაფ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ტრადიციულ ფასეულობებზე, ყველაზე საუკეთესო ფასეულობებზე და ამ ორის სინერგიაზე დაფუძნებული იქნება ყველა ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ერთად ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

განათლების რეფორმის პრეზენტაციას, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა, საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

შაქარაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ქვეყნის მმართველ ოლიგარქს ეკისრება - შალვა ნათელაშვილი

11 ივლისი, 2020 , 15:10

შაქარაშვილის მკვლელობაზე მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის მმართველ ოლიგარქს ეკისრება, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 19 წლის ფეხბურთელის ტრაგედიით მთელი ქვე

მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

11 ივლისი, 2020 , 14:45

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატ ლელა ჭანკვეტაძის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყე

“ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან” - თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს

11 ივლისი, 2020 , 14:45

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამი

კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11 ივლისი, 2020 , 12:40

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა. უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში

კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან სამი საკარანტინო სივრციდანაა, ხუთი კი, უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია - მარინა ეზუგბაია

11 ივლისი, 2020 , 12:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი საკარანტინო სივრციდანაა, ხუთი კი, უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. „გუშინ ქვ

პროგრამა Social Impact Award 2020-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

11 ივლისი, 2020 , 12:10

საქართველოს ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს.  პროგრამის ფარგლებში 94 საკონკურსო განაცხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე