უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება

მთავრობა გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ (ულიცენზიოდ) მოპოვებისთვის, ნადირობის წესების დარღვევისათვის.
მისივე თქმით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს მიეცემათ უფლებამოსილება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, ადგილზევე მოახდინონ დაჯარიმება.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციითვე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ასევე მკაცრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაშიც და მოხდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება.
,,ვფიქრობთ, ეს ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია გავხდეთ მნიშვნელოვანი ტურისტული ქვეყანა და ვართ კიდეც. ყოვლად მიუღებელია გარემოს დაბინძურების ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს. განსაკუთრებით მძიმე სურათია ავტომაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიებზე. მე უკვე გავეცი დავალება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, გამგებლებმა მიხედონ თავიანთ რაიონებში მაგისტრალის გარშემო დაბინძურების საკითხებს. ეს კანონი კი დაგვეხმარება, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღოთ’’, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

„ზღვარზე ვართ, მეგობრებო, სახიფათო ზღვარზე! ამის იქეთ ჩახარშვაა”
24 თებერვალი, 2021 , 21:57

პროტესტი რეგიონებიდან დედაქალაქში ინაცვლებს - პარლამენტთან კარავი ზუგდიდელებმაც გაშალეს
24 თებერვალი, 2021 , 21:10

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა
24 თებერვალი, 2021 , 17:15

რამდენიმე ქვეყნის ავიაკომპანია მზად არის გააფართოვოს საქართველოში ფრენების არეალი - ნათია თურნავა
24 თებერვალი, 2021 , 17:15

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული - ამირან გამყრელიძე
24 თებერვალი, 2021 , 17:15

ქვეყნის გახსნა აზრს დაკარგავს თუ მას არ მოჰყვება ვაქცინაცია - ანა დოლიძე
24 თებერვალი, 2021 , 17:15